პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აღიძრა. როგორც პროკურატურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, უკვე დაკითხულია ორ ასეულზე მეტი ადამიანი. იმის გათვალისწინებით, რომ, არჩევნების მოახლოების პარალელურად, ძალადობის ფაქტებმა კიდევ უფრო იმატა, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის გაგება, თუ რა ეტაპზეა ბოლნისის გახმაურებული ინციდენტის გამოძიება.
რა მოხდა ერთი თვის წინ ბოლნისში? - ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებას ჯერ კიდევ არ მიუღია. არადა, კონფლიქტში მონაწილე მხარეები 26 სექტემბრის ამბებს განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევენ.
სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ნაციონალები" ბოლნისში შეიარაღებული მხარდამჭერებით ჩავიდნენ და იერიში მოსახლეობაზე მიიტანეს.
თავად "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტთა მტკიცებით, იარაღი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ოთხ თანამშრომელს ჰქონდა. მათი თქმით, რომ არა სოფელ ტალავერის სტადიონზე რაიონისა და სოფლის გამგებლების მისვლა, რომ არა მათი მომხრეების აგრესიული მოქმედება, რაც მოგვიანებით ქვების სროლაში გადაიზარდა, არც არაფერი მოხდებოდა.
ერთი სიტყვით, ამ შემთხვევაშიც კარგად ნაცნობი და ძველზე ძველი ისტორია მეორდება: კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე იჩემებს, რომ მისი ოპონენტია მოძალადე და არა პირიქით.
არადა, ბოლნისის ინციდენტიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ქადილი: დამნაშავე - იქნება ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი თუ ხელისუფლების მომხრე - აუცილებლად დაისჯებაო, ქადილადვე დარჩა. იმის დასადგენად, თუ რა სტადიაშია გამოძიება, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილეს პაატა გახოკიძეს მივმართე.
[პაატა გახოკიძის ხმა] "საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრული არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. მასობრივი არეულობის ფაქტზე არის აღძრული. მხარეები კი არა, უამრავი ხალხი არის დაკითხული, 200 კაცამდე არის დაკითხული და მიმდინარეობს გამოძიება. მასობრივ არეულობაში მონაწილე ყველა პირი, ვინც იქნება დამნაშავე, ყველა მიეცემა პასუხისგებაში."
თუმცა, როგორც გავარკვიე, არათუ პასუხისგებაში მიცემა, პროკურატურის გამომძიებლებს რატომღაც კონფლიქტში მონაწილე ერთი მხარე საერთოდ არ დაუკითხავთ. ყოველ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს ჩემს კითხვაზე, ხომ არ მიუცია გამომძიებლებისთვის ჩვენება, ამგვარი რეაქცია ჰქონდა:
["ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის ხმა] "რაზე უნდა დამკითხოს მე? ყველა ეთერზე იყო გადმოცემა მაგისი, რომ პოლიციელები გვიშენდნენ ლოდებს და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და ჩვენ რაზე უნდა დაგვკითხონ. უნდა დაკითხონ გამგებელი ჯაფარიძე, უნდა დაკითხონ გეთიაშვილი, ბუკია და ასე შემდგომ. ჩვენ რა შუაში ვართ?"
დაკითხეს თუ არა ბოლნისის გამგებელი, ამის გარკვევა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. ზურაბ ჯაფარიძე სატელეფონო ზარს ყოველ ჯერზე ამგვარად პასუხობდა:
[ზურაბ ჯაფარიძის ხმა] "არა, შეხვედრებზე ვარ, რა... ბოდიში, რა, ბოდიში."
ამ ფონზე, პროკურატურის წარომადგენელთა განცხადება, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, დამაჯერებლობას არის მოკლებული. დიდია იმის ალბათობაც, რომ ეს საქმე, სხვა ბევრის მსგავსად, მიფუჩეჩდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამით ყველაზე მეტად დაზარალდება ისევ და ისევ საზოგადოება, რომელსაც არჩევანის გაკეთება ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოუწევს.