და უცხოეთის პრესაში ეს საკითხია მოქცეული საყოველთაო ყურადღების ცენტრში. როგორც გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" აღნიშნავს, არჩევნების გაყალბება, საუბედუროდ, სულაც არაა გასაკვირი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ბალტიის სამი ქვეყნის: ლიტვა-ლატვია-ესტონეთის გარდა, განაგრძობს გაზეთი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად კორუფციასა და ძალადობას მიეცა წარმოუდგენლად ფართო ასპარეზი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:
"და მაინც ის, რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია საქართველოში მრავალი დასავლელი მიმომხილველისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. და უწინარესად იმიტომ, რომ საქართველო ყველაზე მეტად იმედისმომცემი იყო ყოველთვის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, აგრეთვე იმიტომაც, რომ ედუარდ შევარდნაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს, ცივი ომის დამთავრებაში, რითაც მან დასავლეთის ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. ამიტომაც იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს ბოლო მომენტამდე არ სურდათ იმის აღიარება, რომ შევარდნაძის 12 -წლიანი მმართველობა დამანგრეველი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც დასავლეთში კრიტიკა გაისმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, შევარდნაძის მომხრეებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ოპოზიციურ მოძრაობა საქართველოში თურმე დასავლეთიდან ღებულობს არაპირდაპირ დახმარებას. ხოლო რუსეთმა, აფხაზ და ოს სეპარატისტებს რომ უმაგრებდა ზურგს წლების მანძილზე, დახმარების ხელი გაუწოდა დღეს განსაცდელში მყოფ შევარდნაძეს."
გაზეთი "ტაიმსი" იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო, რაც გაზეთის აზრით, კიდევ უფრო შელახავს ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტს. გაზეთი დასძენს:
"ამგვარი კრიტიკული განცხადება საქართველოს მთავარი დამფინანსებლის, შეერთებული შტატების მხრიდან წარმოუდგენელი იქნებოდა 12 წლის წინ, როცა ბატონი შევარდნაძე სამშობლოში დაბრუნდა, რათა დემოკრატიის გზით წაეყვანა საბჭოთა კავშრირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველო. მაგრამ განვლილი ათწლეულის მანძილზე შევარდნაძემ ვერ შესძლო ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განხორციელება. ქვეყანაში მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე, ხოლო სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო".
როგორც ლონდონში დაფუძნებული მედიის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი მარინა რენო აღნიშნავს საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში", ეჭვგარეშეა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები არსებითად შელახავს შევარდნაძის ავტორიტეტს იმისდა მიუხედავად, გადადგება იგი თუ არა. ბრიტანელი მკვლევარი დასძენს:
"ვაშინგტონში დაფუძნებული ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტმა 19 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გაყალბებულ იქნა. ინსტიტუტის ადმინისტრაციის წევრმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მედლინ ოლბრაიტმა განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ვალია, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ არჩევნების ობიექტური, მიუკერძოებელი შედეგი, რომელშიც ზუსტად აისახება ქართველი ხალხის ნება-სურვილი".