- ასეა დასათაურებული ალექს როდრიგესის სტატია გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნში". ალექს როდრიგესი წერს:
"უდიდეს პრობლემას დაუპირისპირდა დღეს მიხეილ სააკაშვილი: მან ბოლო უნდა მოუღოს კორუფციას, რამაც ეპიდემიური ხასიათი მიიღო ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, და რასაც სააკაშვილის წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე შეეწირა. ქვეყნის საგარეო დავალიანებამ მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო მისი ხაზინა ფაქტობრივად ცარიელია. ქართველები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და იმედოვნებენ, რომ სააკაშვილი ბოლოს მოუღებს ქვეყანაში კორუფციას და ააღორძინებს ეკონომიკას, ვინაიდან ამერიკაში განათლებამიღებული 36-წლის იურისტი ძალზედ გახალგაზრდაა იმისთვის, რათა საბჭოური დოგმებით აზროვნებდეს, როგორც ეს ძველი გვარდიის ქართველ პოლიტიკოსებს ახასიათებთ. 2000 წელს შევარდნაძემ იუსიტიციის მინისტრად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი. იმავე წელს სააკაშვილმა მთავრობის ის წევრები ამხილა, ვინც სასახლეები აიშენა არაკეთილსინდისიერი გზით, და როცა შევარდნაძემ არ მოისურვა ამ ადამიანების დასჯა, სააკაშვილი გადადგა."
სტატიაში, რომელიც მოსკოვის ინგლისურენოვანმა გაზეთმა "მოსკოუ ტაიმსმა" გამოაქვეყნა, დამოუკიდებელი პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრ ლუკინი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "უპირველესი მიზანი", ქვეყანაში ცენტრალური ბიუროკრატიის ძალაუფლების აღდგენაა, როგორც ჩანს. ალექსანდრ ლუკინი განაგრობს:
"პუტინის ადმინისტრაციის სამოქმედო პროგრამა ჩეჩნეთში კრემლის გავლენის აღდგენას, ოლიგარქების იმპერიების დამხობასა და დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების განადგურებას ითვალისწინებს. პუტინს სულაც არ სურს ქვეყანაში, როგორც თავად ამბობს, კანონის უზენაესობის დამკვიდრება. მას პირველ რიგში, "ყოვლისშემძლე ცენტრალური სახელმწიფო აპარატის" შექმნის მიზანი ამოძრავებს. ხოლო ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ პრესა და მართლმსაჯულება სახელმწიფოს სრულ კონტროლს იყოს დაქვემდებარებული. პუტინი ალბათ ფიქრობს, რომ ყოვლისშემძლე ბიუროკრატიაა ეკონომიკური აღმავლობის გარანტი. ვლადიმირ პუტინის სტრატეგია სრულიად საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. მას შემდეგ, რაც მან საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა მთლიანად პარლამენტი, მთავრობა, რეგიონები, პოლიტიკური პარტიები და მას მედია, რუსეთის პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ შემორჩა პოტენციური განტევების ვაცი. ამიერიდან პუტინი ვეღარავის გადააბრალებს იმას, რომ ქვეყანაში მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე, ან სხვა სახის რაიმე კრიზისმა იჩინა თავი".
გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეს" მიმომხილველი არდეშირ მოავენი სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მკაცრი კურსის მომხრე "გუშაგთა საბჭომ" ირანში, 20 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალა რეფორმისტ დეპუტატებს. არდეშირ მოავენი წერს:
"მოგვიანებით, ისლამური რევოლუციის "გუშაგთა საბჭომ" ათასობით უარნათქვამ კანდიდატთაგან 200-ზე მეტს მისცა საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება, თუმცა რეფორმისტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ 20 თებერვალისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ირანში თავისუფალი და სამართლიანი იქნება."
გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტი მარკ ლენდლერი შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ირანის პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის გამოსვლას უკეთებს კომენტარს. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:
"ხათამის გამოსვლას პრესკონფერენციაზე კონკრეტულობა აკლდა მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, როცა რეფორმისტებისა და კონსერვატორი მოლების დაპირისპირებას ირანში, მოჰამად ხათამიმ "ბუნებრივი პროცესი" უწოდა და თან მიანიშნა, რომ არ აპირებს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას. ფორუმის მონაწილეებს ხათამიმ უთხრა, რომ ირანში გრძელდება დემოკრატიზაციის პროცესი, და რომ თეირანი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თუ ეს უკანასკნელი ანგარიშს გაუწევს ირანის ეროვნულ ინტერესებს".