Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩეჩნეთში ხელისუფლებას ჩაბარდა მაგომედ


დღეს ჩეჩნეთში ხელისუფლებას ჩაბარდა მაგომედ ხამბიევი, რომელიც ამ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იყო ასლან

დღეს ჩეჩნეთში ხელისუფლებას ჩაბარდა მაგომედ ხამბიევი, რომელიც ამ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იყო ასლან
მასხადოვის პრეზიდენტობის დროს. ხამბიევის თქმით, მან დაყარა იარაღი, რათა მისი დაკავების მიზნით განხორციელებული ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულიყო. ჩეჩნეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ვინაიდან ხამბიევი არც საომარ მოქმედებებში და არც ადამიანთა გატაცებაში არ მონაწილეობდა, მასზე შესაძლოა ამნისტია გავრცელდეს.
XS
SM
MD
LG