Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს სთხოვა, ხელი შეუწყოს კიპროსის გაერთიანების საკითხში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს სთხოვა, ხელი შეუწყოს კიპროსის გაერთიანების საკითხში
საბერძნეთთან მოლაპარაკების ჩიხიდან გამოსვლას. თურქი და ბერძენი კიპროსელების წარმომადგენლები ამჟამად შვიეცარიაში აწარმოებენ მოლაპარაკებას კიპროსის გაერთიანებაზე გაეროს მიერ შემუშავებულ გეგმის მიხედვით. ამ გეგმით, ხმელთაშუა ზღვის კუნძული უნდა გაერთიანდეს წელს 1 მაისამდე, ანუ კიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამდე. საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის "ასოშიეიტიდ პრესი" იუწყებიან, რომ თურქი დიპლომატის თქმით (მისი ვინაობა დაზუსტებული არ არის) თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა წუხელ დაურეკა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს კიპროსის საკითხთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG