Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აფხაზეთში არ არის ანტირუსული განწყობილება


"აფხაზეთში არ არის ანტირუსული განწყობილება, ყველა კანდიდატი აქ არის პრორუსული",

"აფხაზეთში არ არის ანტირუსული განწყობილება, ყველა კანდიდატი აქ არის პრორუსული",
- განაცხადა რუსეთის ხალხთა ასამბლეის თავმჯდომარემ რამაზან აბდულატიპოვმა აფხაზეთის ტელევიზიით გამოსვლისას. რამაზან აბდულატიპოვი სახელმწიფო დუმის დეპუტატ ჰაჯი მახაჩევთან ერთად ერთი დღით ჩავიდა სოხუმში, რომ ადგილზე გაცნობოდა იქ არსებულ ვითარებას, - იტყობინება სოხუმის სახელმწიფო სააგენტო. იმავე წყაროს ცნობით, რამაზან აბდულატიპოვს სოხუმში განუცხადებია, რომ "რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რესპუბლიკაში სტაბილურობით არის დაინტერესებული" და რომ "რუსეთის ხელმძღვანელობას სხვა ამოცანა არ გააჩნია და ჩვენც აფხაზეთში მხარდაჭერისთვის ჩამოვედით, რომ ის ღირსეულად გამოვიდეს ვითარებიდან", - განაცხადა რუსეთის ხალხთა ასამბლეის თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG