Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხრეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში საპროტესტო გამოსვლები


რუსეთის სამხრეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

რუსეთის სამხრეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
მაგრამ პრეზიდენტი მუსტაფა ბატდიევი აცხადებს, რომ არ გადადგება - ამას მოითხოვენ დემონსტრანტები, რომლებიც ბატდიევის სიძეს რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტებს ისევ დაკავებული აქვთ ჩერკესკში პრეზიდენტის ოფისი: გუშინ მთავრობის სასახლეში ასობით დემონსტრანტი შეიჭრა. რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკოლაი შეპელი დღეს ადგილობრივი ხელმძღვანელობისა და დემონსტრანტების წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ დაწყებულია შენობაში შეჭრის გამოძიება. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც იპოვეს 7 გვამი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, გასულ თვეში დაკარგული 7 ბიზნესმენისაა. ამ ბიზნესმენების ნათესავები ბადტიევის სიძეს, ალი კაიტოვს ადანაშაულებენ სავარაუდო მკვლელობებში. კაიტოვი ბრალდებებს უარყოფს. ის ოქტომბრის მიწურულს პოლიციას ჩაბარდა.
XS
SM
MD
LG