Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ


აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა იკისრა

აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა იკისრა
ბაღდადის პოლიციის უფროსის მოადგილისა და მისი ვაჟის (ასევე პოლიციელის) მკვლელობისთვის. მათს ავტომანქანას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა მამა-შვილი სამსახურში მიემგზავრებოდა. დღესვე ბაღდადში ნაღმზე აფეთქდა ამერიკელთა ჯავშანმანქანა, რის შედეგადაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ ოთხი - დაიჭრა. ამის პარალელურად, ერაყის დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ უკანასკნელი დროს განხორციელებული ოპერაციების შედეგად ერაყელმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააკავეს 147 პირი, რომლებიც დაუმორჩილებლობასა და უკანონო საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. დღესვე ერაყის გავლენიანი სუნიტი სასულიერო პირების ჯგუფი და მუსულმან სასულიერო პირთა ასოციაციის წევრები შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შევხდნენ 30 იანვრის არჩევნებისთვის მზადებაზე სასაუბროდ.
XS
SM
MD
LG