აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა იმედაიშვილმა
დღეს პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად იგი ტელევიზიის პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლასა და ტელევიზიაში მკაცრ ცენზურას ასახელებს. იმედაიშვილის თქმით, ტელევიზიის ხელმძღვანელი ზაზა ხალვაში გააღიზიანა 2 მარტს საინფორმაციო გამოშვებაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის კრიტიკულმა განცხადებამ ხელისუფლების მიმართ. იმედაიშვილი აცხადებს, რომ ხალვაშმა მას თანადებობის დატოვება მოსთხოვა. დღესვე აჭარის ტელევიზია დატოვა კიდევ სამმა ჟურნალისტმა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ინფორმაციების დაბლოკვაზე საუბრობენ.