Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალი სახელმწიფოს მეთაურმა და მონარქმა


მრავალი სახელმწიფოს მეთაურმა და მონარქმა

მრავალი სახელმწიფოს მეთაურმა და მონარქმა
გაცილა უკანასკნელ გზაზე მონაკოს პრინცი რენიე, რომელიც ყველა ევროპელ მონარქზე ხანდაზმული გახლდათ. 81 წლის რენიე 6 აპრილს, მრავალწლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მონაკოს პრინცთან გამოსამშვიდობებლად პარასკევს უამრავმა ადმიანმა მოიყარა თავი, დაიხურა მაღაზიები და საფინანსო დაწესებულებები. ქარიზმატული პრინცი მონაკოს კათედრალში, მის ყოფილი ცოლის ამერიკელი კინოვარსკვლავის გრეის კელის გვერდით დაკრძალეს. ტახტის მემკვიდრეობა მის ვაჟიშვილ პრინც ალბერზე გადადის.
XS
SM
MD
LG