Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ თალაბანიმ


ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ თალაბანიმ,

ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ თალაბანიმ,
15 დეკემბრის არჩევნების შემდგომი, ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით ორდღიანი მოლაპარაკებები დაიწყო. თალაბანიმ შეხვედრები ერაყელი ქურთების ლიდერთან, მასუდ ბარზანისთან შეხვედრით გახსნა. მომავალი ორი დღის განმავლობაში იგი სხვა პოლიტიკური ბლოკების ლიდერებსაც შეხვდება. ამავე დროს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების ირგვლივ არ ცხრება უთანხმოება. ზოგიერთი სუნიტი პოლიტიკური ძალა წინასწარ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს. ამ შედეგებით შიიტების გაერთიანებული ალიანსი ლიდერობს. პარალელურად, ძალადობას დღეს ქვეყანაში 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG