Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში ძალაში შევიდა საჯარო თავშეყრის


ესპანეთში ძალაში შევიდა საჯარო თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის შემზღუდველი ახალი წესები.

ესპანეთში ძალაში შევიდა საჯარო თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის შემზღუდველი ახალი წესები.
ესპანელები ევროპაში ყველაზე აქტიურ მწევლებს მიეკუთვნებიან - მთავრობის სტატისტიკით, ეწევა ესპანეთის მკვიდრთა 30 პროცენტი. ესპანეთს მწევლების პროცენტული მაჩვენებლით ევროპაში მხოლოდ საბერძნეთი უსწრებს. დღეიდან ესპანეთში, ახალი კანონებით, რომლებიც შარშან, დეკემბერში პარლამენტმა მოიწონა, მოწევა იკრძალება ოფისებში, შოპინგ-ცენტრებში,სხვა მსგავს ადგილებში. მაგრამ ამავე ობიექტებზე დაშვებულია საგანგებო მოსაწევი ადგილების მოწყობა. მოწევის წინააღმდეგ მიმართული კანონი ესპანეთში ნაკლებად მკაცრია, ვიდრე ირლანდიაში, შვეციასა და ნორვეგიაში.
XS
SM
MD
LG