Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების მმართველი პარტია "ფატაჰი" და


პალესტინელების მმართველი პარტია "ფატაჰი" და მისი მეტოქე, ისლამური გასამხედროებული ჯგუფი “ჰამასი” შეთანხმდნენ,

პალესტინელების მმართველი პარტია "ფატაჰი" და მისი მეტოქე, ისლამური გასამხედროებული ჯგუფი “ჰამასი” შეთანხმდნენ,
იარაღის ტარების აკრძალვაზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დღეს - 25 იანვარს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორ მოძრაობას სურს 25 იანვარი “დემოკრატიის ზეიმი” იყოს. ამასობაში, რამალაჰში პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გამოთქვა მზადყოფნა, სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეჰუდ ოლმერტთან ერთად. ოლმერტმა გუშინ გამოთქვა იმედი, რომ ისრაელში 29 მარტის არჩევნების შემდეგ შეძლებს დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება აბასთან.
XS
SM
MD
LG