ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა, აცხადებს, რომ მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნები კრემლის მხარდაჭერის გარეშე გაიმართება.
ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ლუკაშენკამ განაცხადა: "ის, რომ მე კრემლი მეხმარება, სრული აბსურდია". პრეზიდენტის სიტყვები იყო აგრეთვე "მომიტევეთ კადნიერება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ლუკაშენკას განუმეორებლობა და უპირატესობა იმაშია, რომ მე სრულიად დამოუკიდებელი კაცი ვარ". ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები 19 მარტს არის დაგეგმილი. ლუკაშენკა, რომელიც პირველად 1994 წელს აირჩიეს, აშკარა ფავორიტია. ამ ეტაპზე მის გარდა კანდიდატურა კიდევ ოთხ პირს აქვს დაყენებული.