Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლობოდან მილოშევიჩის ცხედარი დღეს ჰააგიდან


სლობოდან მილოშევიჩის ცხედარი დღეს ჰააგიდან ბელგრადში გადაასვენეს.

სლობოდან მილოშევიჩის ცხედარი დღეს ჰააგიდან ბელგრადში გადაასვენეს.
თვითმფრინავს, რომლითაც იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის კუბოს მიასვენებდნენ, ბელგრადის აეროპორტში მილოშევიჩის მომხრეთა ჯგუფი "სლობო, სლობოს" შეძახილებით დახვდა. სლობოდან მილოშევიჩი 11 მარტს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის ციხეში გარდაიცვალა. დღეს რუსი ექიმების ჯგუფმა აუტოფსიის შედეგები შეისწავლა და დაადასტურა, რომ მილოშევიჩი გულის შეტევით გარდაიცვალა.
მილოშევიჩის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტსა და პარტიის ყოფილ ლიდერს შაბათს, მშობლიურ ქალაქ პოჟარევაცში დაკრძალავენ - ბელგრადიდან 80 კილომეტრის მანძილზე.
დღეს სლობოდან მილოშევიჩის ქვრივმა განაცხადა, რომ ქმრის დაკრძალვაზე არ ჩავა. ეს გადაწყვეტილება მირიანა მილოშევიჩმა უსაფრთხოების არასაკმარისი გარანტიებით ახსნა. სამშობლოში მილოშევიჩის მეუღლეს არაერთი დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG