ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, აცხადებს, რომ მზადაა
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოოს - მაგრამ არა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ირანის მთავრობას ემუქრებიან. აჰმადინეჟადმა ეს განცხადება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, 8 განვითარებადი ისლამური ქვეყნის სამიტზე გააკეთა. მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა სამიტის დელეგატებს იმისათვის, რომ ისინი ირანის ატომურ პროგრამას იცავენ.
მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიედ ჰამიდ ალბარმა, სამიტზე ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ არსებული კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრა ითხოვა.
სამიტს ინდონეზიის, პაკისტანის, ირანის, ნიგერიის, თურქეთის, მალაიზიის, ეგვიპტის და ბანგლადეშის ლიდერები დაესწრნენ.