სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას
ორშაბათს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.
დღეს პარლამენტის გარემოს დაცვის, საგარეო ურთიერთობათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში დაჩქარებული წესით განიხილეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ოპოზიციას ბოიკოტის გამო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. მთავრობის ახალ შემადგენლობაში თანამდებობას მხოლოდ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავა არ ინარჩუნებს. მის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ინიშნება, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად დავით ტყეშელაშვილია წარდგენილი. სხვა მინისტრები ძველ თანამდებობებზე რჩებიან. გარემოს დაცვის ამჟამინდელი მინისტრი გიორგი პაპუაშვილი პრეზიდენტმა საკუთარი კვოტით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.