Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა


უკრაინის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ნატოს განუცხადა,

უკრაინის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ნატოს განუცხადა,
რომ საზოგადოების მხრიდან გამოხატული წინააღმდეგობის გამო, უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ახლო მომავალში აღარ ეცდება. [იანუკოვიჩის ხმა]: ”ნელი ტემპით უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, საზოგადოებაში შემცირდა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ ახლა საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაა საჭირო, და ასეც ვიმოქმედებთ. შემდეგ ნაბიჯს მაშინ გადავდგამთ, როდესაც ამის დრო მოვა”. იანუკოვიჩი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს ის ნატოს გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰოფ სხეფერს, და ევროკომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ბენიტა ფერერო ვალდნერს შეხვდა. ფერერო ვალდნერის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ განიხილება.
XS
SM
MD
LG