Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გამართულ ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთან


ნიუ-იორკში გამართულ ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთან

ნიუ-იორკში გამართულ ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთან
ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის შემდეგ ინტენსიური დიალოგის ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შემდეგი განცხადებით გამოვიდა: [სააკაშვილის ხმა]: ”ინტენსიურ დიალოგზე გადასვლა ნიშნავს ნატოში შესვლის პროცესის შეუქცევადობას. ეს არის თავის დროზე ვაცლავ ჰაველთან ერთად შეთანხმებული ტერმინი, ჩეხეთის გაწევრიანების პროცესი როდესაც დაიწყო. მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ჩვენ ნატოსკენ წავიდოდით. ეს არის ჩემი პრეზიდენტობის შუა ვადა, და ჩვენ გადავედით ამ პროცესის ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც ეს პროცესი ხდება შეუქცევადი, და როდესაც ყველა ევროპელმა წევრმა ნატოსი - და ამერიკის შეერთებული შტატები ამაში დიდი ხანია გვიჭერს მხარს - თქვა, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი, და საქართველო შეუქცევადად მიდის ნატოსკენ”. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გააკეთა.
XS
SM
MD
LG