Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი


ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი რუსეთში ქართველების მდგომარეობას მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი რუსეთში ქართველების მდგომარეობას მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების
ყოფას ამსგავსებს. ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს დღეს მოსკოვში, რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იოსელიანის თქმით, პირველი მსხვილი ეთნიკური წმენდა რუსეთის ადმინისტრაციამ აფხაზეთში ჩაატარა. “აფხაზეთიდან 500 ათასამდე ადამიანი გაიქცა, ხოლო ისინი, ვინც ეს ვერ მოასწრო, უბრალოდ გაანადგურეს”, - აღნიშნა მან. ინტერვიუმდე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში, იოსელიანმა აღნიშნა, რომ მისი რუსი მეგობრები ამ ვითარებას ძლიერ განიციდიან. ქართულ-რუსულ რთიერთობებზე ოთარ იოსელიანი კინოთეატრ “როლანში” დაგეგმილ პრესკონფერენციაზეც ისაუბრებს. 24ოქტომბერს, იოსელიანის ბოლო ნამუშევრის - “შემოდგომის ბაღების” პრეზენტაცია გაიმართება.
XS
SM
MD
LG