Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დსთ-ს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დსთ-ს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დსთ-ს
არაეფექტიან ორგანიზაციად მიიჩნევს. სანკტ-პეტერბურგში თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ არაეფექტიანობის ერთ-ერთ მაგალითად ის დაასახელა, რომ დღეს, როდესაც საქართველო და რუსეთი პრაქტიკულად ომის ზღვარზე იმყოფებიან, დსთ ვითარების მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაცია მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებს, მისი ეგიდით კონფლიქტურ ზონებში მოქმედი სამშვიდობო ძალები კი რეალურად ვერაფერს აკეთებენ და ხელს მხოლოდ კონფლიქტების გაყინვას უწყობენ: [ნინო ბურჯანაძის ხმა]: ”დღეს, ამ დარბაზში, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილია ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი. იმ ფრაქციის ლიდერი, რომელიც მმართველი პარტიისგან ითხოვდა მხარდაჭერას დსთ-დან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მითხარით, რა არგუმენტებით შემიძლია ვუმტკიცო ჩემს კოლეგებს, რომ საქართველოს დარჩენა თანამეგობრობაში არის გამართლებული? ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის მტკიცება, რომ ამ ეტაპზე საქართველომ არ უნდა დატოვოს დსთ.” სანკტ-პეტერბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრაზე უარი განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა. ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ბორის გრიზლოვის უარი არ არის პოზიტიური ფაქტორი, რადგან მასთან შეხვედრისას კონსტრუქციულ, პოლიტიკურ დიალოგს აპირებდა.
XS
SM
MD
LG