Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ავღანელ კოლეგას


აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ავღანელ კოლეგას ჰამიდ კარზაის მოუწოდა, მოითხოვოს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ავღანელ კოლეგას ჰამიდ კარზაის მოუწოდა, მოითხოვოს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ
ბრძოლის გააქტიურება. კარზაის ოფისი როგორც იუწყება, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შაბათს დაურეკა კარზაის, ნატოს რიგის სამიტის წინ. სამიტზე მოსალოდნელია, რომ ბუში ნატოს წევრ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, მეტი დახმარება გაუწიონ ავღანეთს გააქტიურებული "თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლაში. ავღანეთზე მოდის მსოფლიოში ოპიუმის წარმოების 90-მდე პროცენტი - ნარკოტიკების წარმოება მიმდინარე წელს თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG