Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები მსოფლიოში ადამიანის უფლებების


შეერთებული შტატები მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვისა

შეერთებული შტატები მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვისა
და დემოკრატიის განმტკიცების მიზნით ახალი ინიციატივებით გამოდის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, დღეს სამი ინიციატივის დაწყებაზე ისაუბრა. შეიქმნა ადამიანის უფლებების დამცველთა ფონდი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს მწვავე ვითარებებში მცირე გრანტებს გამოუყოფს; ”არასამთავრობო ორგანიზაციათა 10 პრინციპად” წოდებული განსაზღვრებათა სია შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს შეაფასოს, როგორ ეპყრობიან სხვა ქვეყნების მთავრობები არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთ ქვეყნებში. მესამე ინიციატივა ”თავისუფლების დამცველთა პრემიის” დაწესებას ითვალისწინებს, რომელიც ყოველ წელს გადაეცემა რომელიმე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ცალკეულ ინდივიდს.
XS
SM
MD
LG