ანუ იქმნა იმად, რაც მანამდე არასოდეს ყოფილა - იქცა კაცად და ღმერთადვე დარჩა. მორწმუნეთა თქმით, ქრისტეს შობა უფრო დიადი, გასაოცარი და ღრმა საიდუმლოა, ვიდრე ღმერთის მიერ მთელი სამყაროს არაფრისაგან შექმნა. ვინ და როგორ აღნიშნა შობის დღესასწაული თბილისში?
ოცდაერთი საუკუნის წინ, 25 დეკემბრის სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად უფლის ანგელოზმა ცეცხლს მიფიცხებულ მწყემსებს ახარა, რომ საქონლის ბაგაში იშვა მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა, ციდან დაშვებული ანგელოზთა გუნდი კი გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“ გუნდი, ოღონდ ამჯერად არა ანგელოზთა, 25 დეკემბერს თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ტაძარშიც გალობდა.
[ისმის გალობა]
უნდა ითქვას, რომ ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული ოცდაერთი საუკუნის შემდეგაც არ ნელდება. ყოველ შემთხვევაში, ბავშვებს, რომლებსაც მე პარლამენტის შენობის წინ აღმართულ უზარმაზარ ნაძვის ხესთან შევხვდი, სიხარულის დამალვა არ უცდიათ:
[ისმის ბავშვების ხმა] „გილოცავთ! შობას გილოცავთ! დღეს შობას აღვნიშნავთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ბედნიერ დღეს აღვნიშნავთ.“
ეს ბავშვები საზეიმოდ მორთულ ნაძვის ხესთან თბილისის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიიდან მივიდნენ. 25 დეკემბერს საშობაო წირვა-ლოცვა თბილისის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ტაძარშიც აღევლინა.
[ისმის ხმა] „სახელითა მამისა და ძისა და წმინდა სულისა...“
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან მოღვაწეობს, მრევლს ქრისტეშობის სასწაულსა და მნიშვნელობაზე ელაპარაკა:
[ჯუზეპე პაზოტოს ხმა] „ყოველი ქრისტიანისთვის შობა არის ყველაზე დიდი სიყვარულის საიდუმლო და არ არის მხოლოდ რწმენის საიდუმლო. ეს არის კაცობრიობის ზეიმი, ვინაიდან ყოველი ქმნილება, ყოველი ადამიანი გახდა ღვთიური, რამეთუ იესო გახდა ადამიანი.“
წირვას ესწრებოდა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც, რომლის თქმითაც, შობა კაცობრიობისა და ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი წერტილია, საიდანაც დაიწყო არა მარტო ხსნის ისტორია, არამედ ათვლაც. და კიდევ:
[ზაზა შათირიშვილის ხმა] „ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, ეს არის შემთხვევა, როცა ტრანსცენდენტური და იმანენტური ერთმანეთს ხვდება და როდესაც ხილული და არახილული ერწყმის ერთმანეთს, აი, ამ პიროვნებაში, რომელიც არის არა, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანი, არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ორი საწყისის შეერთება.“
ორი საწყისის ერთში შეერთებას, ანუ ქრისტეშობას, ქართველი მართლმადიდებლები ახალი სტილით 7 იანვარს აღნიშნავენ, თუმცა, ამის მიუხედავად, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ შობა, რომელსაც ახალ წლამდე, ანუ 25 დეკემბერს, აღნიშნავენ, ასევე მართლმადიდებლურია:
[სოზარ სუბარის ხმა] „ოთხი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიიდან შობას დღეს აღნიშნავს სამი, მათ შორის: მსოფლიოს საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, საიდანაც ჩვენ მივიღეთ ხელდასხმა და ქრისტიანობა, აღნიშნავს დღეს. ამიტომ ეს არ არის არამართლმადიდებლური შობა. უფრო პირიქით, ეს ისეთივე მართლმადიდებლური შობაა, როგორიც შვიდი იანვარი.“
სახალხო დამცველმა და მასთან ერთად სამოქალაქო საბჭომ, რომელსაც ლელა ქართველიშვილი წარმოადგენდა, სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლებს ღია ცის ქვეშ, პარლამენტის წინ აღმართულ ნაძვის ხესთან უმასპინძლა.
[ლელა ქართველიშვილის ხმა] „პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ერთიანობა, წინსვლა. დღევანდელი ჩვენი შეკრებისა და გაერთიანების მიზანია, ყველამ ერთად სიმბოლურად აღვნიშნოთ ახალი სტილით შობა და მივულოცოთ სრულიად საქართველოს.“
მილოცვის გარდა, ასევე ითქვა, რომ შობა სიხარულითა და ნუგეშით უნდა ავსებდეს ადამიანებს, რომ 21 საუკუნის წინ უფლის ანგელოზის ნათქვამ სიტყვებს ძალა არ დაუკარგავთ: „ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე.“