Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებათაღელვა სადამ ჰუსეინის სიკვდილი დასჯის ამსახველი ვიდეფირის გამო


ერაყის მთავრობა აწარმოებს გამოძიებას სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით გადაღებასთან დაკავშირებით.

ხელისუფლება იძიებს აგრეთვე იმას, თუ რატომ მიეცათ გუშაგებს ჰუსეინის დაცინვის უფლება სიკვდილით მისი დასჯის წინ. სადამ ჰუსეინი შაბათს ჩამოახრჩვეს. მისი სუნიტი მომხრეები ქვეყნის შიიტურ მთავრობას და სხვა შიიტ ლიდერებს, ასევე შეერთებულ შტატებს, სდებენ ბრალს ერაყის ყოფილი დიქტატორის სიკვდილით დასჯისთვის.

ზემოხსენებული ვიდეოფირი მკვეთრად განსხვავდება იმ კადრებისგან, რაც ერაყის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობის დღეს.

ტელევიით ეს მასალა ხმის გარეშე გადაიცა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ფირს კი, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა, ხმაც ახლავს თან. ჩანაწერიდან ჩანს, როგორ უდიერად ეპყრობოდნენ სიკვდილმისჯილს განაჩენის აღსრულების წინ.

[ჩანაწერის ხმა]

ჩანაწერში ისმის, რომ ერთ-ერთი გუშაგი გაიძახის შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის სახელს. მეორე ხმა კი მის ბიძას, შიიტური პარტია ალ-შდავაჰის დამფუნებელს, სადამ ჰუსეინის მიერ 1980 წელს სიკვდილით დასჯილ მუჰამად ბაქრ ალ-სადრს ახსენებს.

[ჩანაწერის ხმა]

შემდეგ ისმის შურიძიების მოწოდებები. სადამ ჰუსეინი ამ გამოხდომების საპასუხოდ ეკითხება სასჯელის აღმასრულებლებს, ნუთუ ეს საქციელი სიმამაცედ მიგაჩნიათო.

მერე ისმის ერთ-ერთი დამსწრის ხმა, რომელიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს იმათ, ვინც ჰუსეინს აბუჩად იგდებდა. ბოლოს ერაყის ყოფილ დიქტატორს იმისთვისღა რჩება დრო, რომ ალაჰისა და მუჰამედის სახელები ახსენოს.

[ჩანაწერის ხმა]

სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისას სიკვდილმისჯილი სადამ ჰუსეინის აბუჩად აგდებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ერაყში და, საერთოდ, მაჰმადიანურ სამყაროში. ის, რაც ჩამოხრჩობისას მოხდა, გაგებულ იქნა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი შიიტური რელიგიური დაჯგუფებების მხრიდან შურისძიება.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენად შეუწყობს ხელს ვიდეოფირის გარშემო სკანდალი იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქმე ეხებოდა რელიგიურ დაჯგუფებებს შორის ანგრიშსწორებას, რის თავიდან აშორებაც ძალზე ეწადა ვაშინგტონს.

სადამ ჰუსეინს კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის მიესაჯა სიკვდილი. ერთ-ერთი ბრალდება იყო 80-იან წლებში სოფელ ალ-დუჯაილში 148 შიიტი სამოქალაქო პირის მკვლელობა.

ჰუსეინის წინააღმდეგ დაიწყო მეორე სასამართლო პროცესიც, რომლის მთავარი ბრალდება იყო 80-იან წლებში ერაყის ქურთული მოსახლეობის მასობრივი ჟლეტის ორგანიზება.

თავად სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის ფაქტი, განურჩევლად იმისა, თუ რა არის ფირზე აღბეჭდილი, აღშფოთებას იწვევს ჰუსეინის მომხრე სუნიტურ რაიონებში, სადაც საპროტესტო დემონსტრაციები იმართება.

[დემონსტრანტების ხმა] " ისლამურ ერს და წინასწარმეტყველ მუჰამედის ერს სამძიმარს ვუცხადებთ მუჯაჰედ სადამ ჰუსეინის სიკვდილის გამო. ღმერთმა შეუნდოს მას. სამძიმარს ვუცხადებთ მამაც ბაათისტებს მათი ლიდერის, სადამის სიკვდილის გამო. დიდ არს უფალი."

მრავალი სუნიტი განარისხა იმანაც, რომ სასჯელის აღსრულება მოხდა ეიდ ალ-ადჰის წმინდა პერიოდში, როცა მექაში ყოველწლიური ჰაჯის დასასრულს აღნიშნავენ.

ყოველივე ეს კიდევ უფრო ართულებს შეერთებული შტატების მდგომარეობას, რომელსაც, მრავალი მუსულმანის აზრით, ისლამის შეურაცხყოფა ჰქონდა გამიზნული.

როგორც ერაყში საერთაშორისო სამხედრო კოალიციის წარმომადგენელმა, ამერიკელმა გენერალ-მაიორმა უილიამ კოლდუელმა განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, სასჯელის აღსრულების დღეს ამერიკელ სამხედროთა ამოცანა მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ მათ სიკვდილმისჯილი ერაყის ხელისუფლებას გადასცეს. ამის შემდეგ კი ყველაფრისთვის პასუხისმგებელობა ერაყელებს ეკისრებათო.

[კოლდუელის ხმა] "თუკი მკითხავთ, ჩვენ სხვანაირად გავართმევდით თუ არა საქმეს თავს, გიპასუხებთ: დიახ ასე ვიზამდით. მაგრამ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ ყოფილა, ეს ერაყის მთავრობის გადასაწყვეტი იყო."

XS
SM
MD
LG