სოციოლოგ ნინო ჯაფარიძისთვის. აშშ-ის ქართველთა ასოციაციის გამგეობის წევრი დღიურს ჩვენი რადიოს თხოვნით აწარმოებდა.
18 თებერვალი, კვირა
საქართველოში საბას უფრო მშვიდად ძინავს. დილის 7 საათზე გაიღვიძა, შიოდა. დედის რძე შეირგო და ძილი გააგრძელა. მეც ჩამეძინა საბასთან ერთად.
12 საათისთვის თბილისიდან მანქანით კახეთისკენ გავემგზავრეთ. საბა ბაბუამ ხელიდან არ გაუშვა. მათ შორის "დიალოგი" გაიმართა - საბა მტრედივით ღუღუნებდა. "საუბრობდნენ" ქართული ენის შესწავლის აუცილებლობაზე, რა თქმა უნდა, ჩემს გასაგონად!
ზამთარში კახეთში 10 წელი არ ვყოფილვარ. ღმერთო ჩემო, რა ნახა ჩემმა თვალებმა! აეროპორტის გზას გავცდით თუ არა, მოშიშვლებულ ხეებსა და ბუჩქებს ცელოფანის პარკები ფარავდა. გატეხილი ბოთლები და სხვა ნაგავიც უხვად ეყარა. კიდევ კარგი, რომ დათოვლილი კავკასიონის მთები ლამაზად მოჩანდა. დღეს მიტევების დღეა და დაე, ყველას ეპატიოს საქართველოს დანაგვიანება. ნეტავ, ხვალიდან მისი უკეთ მოვლა დაგვეწყოს... ნაგავთან ბრძოლაში დაგვეხმარებოდა დღეში მინიმუმ 10-ჯერ ყველა ტელეარხით ძალზე საჭირო რეკლამის ნახვა და მოსმენა ასეთი კონცეფციით: "მოეფერეთ საქართველოს, მოეფერეთ შვილებს, ნუ იხმართ ცელოფანის პარკებს ნატვრის ხეზე ჩამოსაკიდებლად!"
...საგარეჯოს ვეწვიეთ. ბუხარში მწვადები შევწვით. ვისადილეთ მეგობრებთან ერთად. სოსო კავთუაშვილის ღვინოც დავლიეთ.
თბილისში საღამოს 6-სთვის დავბრუნდით. 7 საათზე შეხვედრა მქონდა გია ნოდიასთან. ოფისის მეთერთმეტე სართულზე ლიფტით ასვლაც და ჩასვლაც ფასიანი გამხდარა. რომ ვიკითხე, რა შედეგი მოიტანა ამ ცვლილებამ-მეთქი, გიამ მიპასუხა, ლიფტი კარგად მუშაობსო. არ ვიცი, შეიტყო თუ არა, რომ წამოსვლისას, ლიფტი რომ გამოვიძახე, კარი არ გაიღო, ის ძალით შეაღო კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელმა, და ისიც სანახევროდ. გამეხარდა, რომ შესვლა მოვახერხე და მშვიდობიანად დავეშვი პირველ სართულზე.
სახლში ცხრის ნახევრისთვის დავბრუნდი. საბას ეღვიძა. 11 საათზეც ეღვიძა. ღამის 1 საათია და ჯერ კიდევ ღვიძავს. ნეტავ როდის დავიძინებთ?..
19 თებერვალი, ორშაბათი
ჩემმა პატარამ დღეს ადრე გაიღვიძა. საკმარისად არ სძინებია. ეს მას ხომ არ ადარდებს, რა ბედნიერია!
დილით ჩაი, შოთი პური და სულუგუნი მივირთვი. ამერიკაში შოთი პური და სულუგუნი ხშირად მენატრება. თუ იცის საქართველოში მცხოვრებმა ხალხმა, რა გემრიელია საქართველოს მიწაზე მოყვანილი პროდუქტი და პურ-მარილი. პომიდორს პომიდვრის გემო აქვს, ვაშლს - ვაშლის გემო. ტყემალი ხომ ქართველების გენიალური გამოგონებაა! მე ამერიკაში საქართველოდან ჩატანილი ტყემლის ორი ძირი დავრგი, ნელ-ნელა იზრდება და ჯერ ნაყოფი არ მოუსხამს. მათი პირველი მტრები ვაშინგტონელი ციყვები არიან, რომლებიც ხეებს ფოთოლსაც კი უღრღნიან.
11 საათზე მამას კლინიკას ვესტუმრე. მამა, როგორც ყოველთვის, ლამაზად გამოიყურებოდა. ძალიან შვენოდა სამედიცინო თეთრი ხალათი. პაციენტების დიდი რიგი იდგა მის კართან, ლაღად მოსაუბრენი და კეთილად განწყობილნი იყვნენ. ალბათ იცოდნენ, რომ მის ხელში სენისგან განიკურნებოდნენ, თუკი ეს სამედიცინო ჩარევით შესაძლებელია. მამით საოცრად ვამაყობ. თბილისში რომ ჩამოვედი, სახლში ახლახან გადაღებული ფოტოსურათი ვნახე, სადაც მამა პაციენტთა სამ ოჯახთან ერთად არის გადაღებული. ყველა სახეზე ღიმილი და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი მოჩანს. მართლაც, რა ბედნიერებაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყრუ-მუნჯი ბავშვი სხვის საუბარს გაიგონებს და თავადაც დაილაპარაკებს. ღმერთო, მამას დიდი ხნის სიცოცხლე არგუნე, არც მე დამაკლო და არც საქართველოს!
დღეს მეც პაციენტის როლში მომიწია ყოფნა. ორ კვირაზე მეტია, ხველებამ არ გამიარა და დედის დაჟინებული თხოვნით, მამას კოლეგას ვესტუმრე. დიაგნოზი მალე დაისვა: ბრონქიალური სპაზმი. გავიფიქრე, მშობლები დამშვიდდებიან, რომ ბრონქიტი არ მაქვს-მეთქი. მეგონა, არაფერს დამინიშნავდა პროფესორი. მაგრამ შევცდი. საქართველოში ჩემს სიმპტომს არა მარტო ანტიბიოტიკით, არამედ კლარიტინითა და კიდევ ორი სხვა პრეპარატით მკურნალობენ. დღეში 7 აბი გამომივიდოდა, თუ ექიმის დანიშნულებას დავემორჩილებოდი. საბას გამო გადავწყვიტე, მკურნალობის ეს მეთოდი არ მივიღო და ჩაისა და თაფლს მივმართო.
შემდეგ საქმეზე გავედი. ბევრ ახალ ადამიანს შევხვდი. დიდი ხნის უნახავი კოლეგებიც მოვინახულე. აქაურ ყოფაზე ვსაუბრობდით. გავიცანი ახალგაზრდა დედა, რომელიც ორ შვილს ზრდის და ამის გამო სრულ განაკვეთზე ჯერ ვერ მუშაობს. მისი ბავშვები ჩემი შვილების ტოლნი არიან. დავფიქრდი თუ რამხელა ჯაფაა იყო დედა და შეათავსო დედის მოვალეობა შენს პროფესიულ ცხოვრებასთან. იდეალური ბალანსის მოძებნა რთულია. ყველა დედას მინდა ვუსურვო მათთვის სასურველი ბალანსის მოპოვება.
საღამოსკენ ბატონ გივი ზალდასტანს (ზალდასტანიშვილს) ვესტუმრე. ორი წელია რაც არ მენახა. მას ისევ ისეთი ლამაზი ღიმილი და ნათელი გამოხედვა აქვს. ვკითხე, ამერიკაში გვესტუმრებოდა თუ არა. უარით მიპასუხა. შემდეგ ჩავეკითხე, საქართველოში დაბრუნებას ყოველთვის თუ აპირებდით-მეთქი. ამ კითხვას მან დადებითად უპასუხა. ნეტავ მე სად გავატარებ ცხოვრების ბოლო წლებს? რაციონალურად ამ კითხვას პასუხს ვერ ვცემ, ემოციურად კი გული საქართველოსკენ მიხმობს.
11 საათზე "იმედის" "ღია ეთერს" ვუყურე. შემზარავი ინფორმაცია მოვისმინე ზვიად გამსახურდიას საფლავის განადგურებაზე. ეკა ხოფერიამ აუდიტორიას ჯერ მანანა არჩვაძე, შემდეგ კი ჯუმბერ პატიაშვილი წარუდგინა. ორივე სიუჟეტიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლები ჯერ კიდევ გასახსნელია.
შხაპი მივიღე. საბას ვაჭამე. დღიურიც დავწერე. 2 საათი ხდება. ახლა ვიძინებ.
20 თებერვალი, სამშაბათი
ცხრის ნახევარზე გავიღვიძე. ეზოში გადავიხედე. მთაში ახალი თოვლი მოსულა. ცას ნაცრისფერი გადაჰკრავდა. ეტყობოდა, რომ შედარებით ცივი დღე გველოდა. თავი მოვიწესრიგე. ვისაუზმე. პატარას ვაჭამე და კვლავ დავაძინე. სანამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შევუდგებოდი (თბილისის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას ვაპირებდი ქართველ სოციოლოგებთან ერთად), დრო მოვიხელთე და კომპიუტერს მივუჯექი - ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტის გახსნა მინდოდა. თანაც, ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი დოქტორობის სამი კანდიდატის მიერ მომზადებულ ნაშრომებზე მათივე კოლეგებისგან (ანუ ჩემგანაც) ელოდა კომენტარებს, რომლებიც დღეს უნდა მიეღო, მე კი ეს მასალა ჯერაც დასამუშავებელი მქონდა. ინტერნეტში შესვლიდან სულ რაღაც 10 წუთში შუქი ჩაქრა. ძალიან გამიკვირდა, რადგან ელექტრობის არქონის პრობლემა თბილისში გადაწყვეტილი მეგონა. ასეთი განათებული თბილისი, ამ ჩამოსვლაზე რომ დამხვდა, ჩემს ბავშვობაშიც კი არ მახსოვს. შუქი რომ ჩაქრა, ძალიან მეწყინა. არა მარტო იმიტომ, რომ ამან საქმეში ხელი შემიშალა, არამედ იმიტომაც, რომ შემირყია დადებითი შთაბეჭდილება ელექტრომომარაგების შესახებ. ამასობაში კოლეგებმა მომაკითხეს და რუსთავისკენ გავემგზავრეთ.
რუსთავში მალე ჩავედით. იქ 8 ოჯახს ვესტუმრეთ. ვესაუბრეთ სხვადასხვა თემებზე: ყოფაზე, საინფორმაციო საშუალებების მოხმარების სიხშირეზე, პოლიტიკაზე. ეკონომიკურად ყველა ოჯახი გაჭირვებული იყო, თუმცა მომავალს მაინც ოპტიმისტურად შეჰყურებდა.
რუსთავის შემდეგ გარდაბანში ჩავედით. იქ სამ ოჯახს ვეწვიეთ, ორი მათგანი აზერბაიჯანულენოვანი იყო. ერთი ქართველი ქალბატონი, თელავში დაბადებული და გარდაბანში 34 წლის მანძილზე მცხოვრები, განსაკუთრებული სითბოთი საუბრობდა აზერბაიჯანელ მეზობლებთან ურთიერთობებზე, მათ სითბოსა და პატივისცემის დაფასების უნარზე. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ოჯახში ორი თვის ბავშვი დაგვხვდა, რომელიც შეუჩერებლივ ტიროდა. ჩემი საბა მომანატრა. იმ ბავშვს ზედმეტად თბილად ეცვა, ქუდიც კი ეხურა. ბებია ბავშვს მექანიკურად არწევდა, ნამდვილად ეტყობოდა, რომ მისი ტირილით დაღლილი იყო. რჩევისგან თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი, ბავშვი ალბათ მეტისმეტად თბილადაა ჩაცმული და ამის გამოა, რომ ტირის-მეთქი. დედამ მიპასუხა, ასე თბილად იმიტომ აცვია, რომ ექიმთან წასაყვანად ვამზადებდითო. ის ბავშვი გარდაბნის პოლიკლინიკაში ხარისხიან სამედიცინო დახმარებას მიიღებს? ნეტავ, როგორ არის ის პატარა ახლა?
თითქოს პატარა, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანი დეტალი მინდა ჩავინიშნო: ჩვენს შორის საუბარს მეზობელი გოგონა თარგმნიდა, რადგან ბავშვის ახალგაზრდა დედამ არც ქართული იცოდა, არც რუსული და არც ინგლისური. ჩემი მინიმალური აზერბაიჯანული კი გაქცეულსაც ვერ დააბრუნებს. ეს ოჯახი ინფორმაციას ძირითადად რუსეთის და აზერბაიჯანის ტელეარხებით იღებს. ქართულ არხებსაც ვუყურებთო. ნანახი ხომ ყოველთვის არ არის გასაგების ტოლფასი.
თბილისში 5 საათისთვის დავბრუნდით. დენი მოსული იყო. საღამო ჩემს ოჯახთან ერთად ტკბილად გავატარე. ვარდის მურაბით ჩაიც მივირთვი.
21 თებერვალი, ოთხშაბათი
დღეს კოკო გამსახურდია გავიცანი. მართლაც საოცრად საინტერესო პიროვნებაა. საუბრისას ჯორჯ ორველის "ცხოველთა ფერმის" დეტალები გავიხსენეთ. ამ ნაწარმოებს დასავლეთში ბავშვებსაც უკითხავენ, თუმცა მის სიღრმეს სხვადასხვა თაობის ადამიანები თავისებურად სწვდებიან.
22 თებერვალი, ხუთშაბათი
დღეს დედას მარჯანიშვილზე, "თიბისი ბანკში" გავყევი. არაჩვეულებრივად ლამაზი შენობაა. სანამ ბანკიდან გამოვიდოდით, დედას ყურადღება მივაქცევინე ერთ ქართველ მამაკაცზე, რომელიც ურიგოდ, ჩვენი სრული იგნორირებით მიადგა ახლად განთავისუფლებულ სალაროს. საქმე რომ მოათავა, ხელს ერთი დიდი მუჭა შოკოლადიც გამოაყოლა. მე პირადად ერთ, მაქსიმუმ ორ ცალს ავიღებდი - სხვასაც ხომ უნდა შოკოლადი!
საღამოს ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, ცისკარიშვილების ოჯახს ვესტუმრე ჩემს დასთან და მშობლებთან ერთად. მომხიბლეს პატარა დაჩიმ და ნიცამ. გული დამწყდა, რომ არც ჩემი ელენე, არც ოდრი და არც საბა თან არ მახლდნენ. მომავალში რომ ჩამოვალ თბილისში, ეს ბავშვები ერთმანეთს უნდა შევახვედრო.
სახლში ღამის 11-ის ნახევრისთვის დავბრუნდით. ღამის თბილისი გაჩახჩახებული იყო. სამწუხაროდ, კვლავ ვერ შევათვალიერე წესიერად თავისუფლების მოედანზე დადგმული წმიდა გიორგის ძეგლი. ისეთი მაღალია, ან ამწით, ანდა ვერტმფრენით თუ დაინახავ კარგად. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს მაღალი ნაცრისფერი ბოძი სიმაღლეში შეამცირონ, მოოქროვილი ძეგლი შადრევნებს მიუახლოვონ. ამას რომ ვწერ, ასეთი აზრი დამებადა: შესაძლოა, ეს ძეგლი ასეთ სიმაღლეზეა იმის გამო, რომ გაჭირვებულ ადამიანს არ მიეცეს მისი შელახვის საშუალება ძვირფასი ლითონის მოხმარების მიზნით. აგერ, კახეთის გზატკეცილზე, პატარძეულის გადასახვევთან დადგმულ ქათმის ფერმის ნიშანს, თუჯის მამალს, 90-იან წლებში კუდის ერთი ნაწილი მოაჭრეს, ახლახან კი საბრალო მამალმა თავიცა და დარჩენილი კუდიც მთლიანად დაკარგა.
სახლში რომ მივედით, საბას უკვე ეძინა. ჩვენს მისვლაზე გაიღვიძა, ჭამის დრო უახლოვდებოდა. ვაჭამე. ხელახლა დავაძინე. შემდეგ "იმედზე" "ღია ეთერს" ვუყურე. ეკა ხოფერიას ზაკაევმა მისცა ინტერვიუ, სადაც უარყო ზვიად გამსახურდიას საფლავის განადგურების ამბავი. ზაკაევის მონაყოლი დამაჯერებლად მეჩვენა. მისი პოზიციაც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ არა მგონია, გამსახურდიას მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობილმა იჩკერიამ ზაკაევისთვის სასურველ დამოუკიდებლობას მიაღწიოს ორ წელიწადში. ჩეჩნეთში მდგომარეობის კონტროლი პუტინის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზია და ამ პოზიციას არც პუტინი და არც მისი შემცვლელი ადვილად არ დათმობენ. სასურველია, რომ ჩეჩენმა ხალხმა პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოში გადმოსვენების საკითხი არ დაუკავშიროს ჩეჩნეთის პოლიტიკურ ვითარებას.
23 თებერვალი, პარასკევი
დღეს ადრე გამეღვიძა. თოვდა. საბას ეძინა. ერთი საათით მამას კაბინეტში, ჩემი სკოლის პერიოდის სამუშაო მერხსა და სკამს მივუჯექი. ერთ დროს ამ მერხზე პირველ საშუალო სკოლაში მიღებულ საშინაო დავალებებს ვასრულებდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ამ დილით კი ამავე ადგილას საქართველოში მედიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე ვფიქრობდი. ეს თემა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩემი სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისი მთავარი მიზანია, საქართველოსა და რუსეთში, პოსტსაბჭოთა პერიოდში მომხდარი პროცესების გაანალიზებით, განვიხილო მედიის როლი დემოკრატიული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
მინდოდა, დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამომეყენებინა: დაგეგმილი მქონდა რამდენიმე შეხვედრა მედიასფეროში ამინდის ზოგიერთ შემქმნელთან. ამ შეხვედრებით კმაყოფილი დავრჩი; არა მარტო იმიტომ, რომ საინტერესო მოსაუბრენი მყავდა, არამედ იმიტომაც, რომ ჩემს მიერ არჩეულ თემას ინტერესით შეხვდნენ და დროულად ჩათვალეს. სამწუხაროა, რომ ორ დღეში საქართველოს ვტოვებ. ვერ მოვახერხებ შეხვედრას გიორგი თარგამაძესთან, ინგა გრიგოლიასთან, ეკა ხოფერიასთან, დავით დარჩიაშვილთან, ნინო გაბელიასთან, ლევან რამიშვილთან და კიდევ სხვა მოღვაწეებთან, ვინც ამ თემაზე, დარწმუნებული ვარ, თავის ხედვას გამიზიარებდა. არაფერია. კვლავ დავბრუნდები.
დღის მეორე ნახევარში მეგობრები მოვინახულე, ორი მათგანი 2-3 წელი არ მენახა. ორივე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბევრი ვისაუბრეთ. ძალიან ბევრი საერთო გვქონია, მიუხედავად იმისა რომ მე და ქ. და თ. სხვადასხვა კონტინენტზე ვმოღვაწეობთ. რა გვაერთიანებს? სამივენი დედები ვართ, პროფესიულ მოღვაწეობას ვეწევით, ადვილად არ ვიღლებით, საქმის ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, გვიყვარს ცხოვრება და ა.შ. და ა.შ. ამ სიას ბევრ სხვა ღირებულებას დავუმატებდი, მაგრამ, თუ მივყევი, კომპიუტერთან ჩამეძინება.
უკვე ღამის პირველი საათი სრულდება. "რე-აქცია" დასრულდა. ტელევიზორი ჩვენს ოჯახში გამოირთო. არა, ჯერ არ დავიძინებ. მინდა, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო მოსმენილი ინფორმაციის შესახებ, რომელიც "იმედის" ტელეარხის გუშინდელ და დღევანდელ ეთერში გავიდა. დამაფიქრა რობერტ სტურუას გამონათქვამმა "უხილავი შიშის" შესახებ, რომელმაც, მისი ხედვით, საქართველოში ფეხი მოიკიდა. მისმა სიტყვებმა რატომღაც "მონანიება" გამახსენა. ნამდვილად არ მინდა ასეთი საქართველო. ქართველ ადამიანს, ზურაბ ჟვანიას სიტყვები უნდა შევახსენოთ: "ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი". და თუ ჩვენ ამისი გვჯერა, შიშის სინდრომმა ჩვენთან ფეხი არ უნდა მოიკიდოს. ხარ ქართველი=ხარ ევროპელი=ხარ თავისუფალი ადამიანი=ხარ მოაზროვნე ადამიანი=იცი შენი უფლებები=იცავ შენს უფლებებს≠ხილული თუ უხილავი შიში ვერ დაგძლევს.
24 თებერვალი, შაბათი
დღეს ფუფუნებაში ვარ. საბა მთელი ღამე დედას ჰყავდა. "დამატება" აჭამა და მე დამასვენა, რადგანაც მინდოდა, დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ლამაზად დავხვედროდი. რესტორნის ნაცვლად სახლში მოვიწვიე. მინდა, ჩემი საბა გაიცნონ.
დღის მეორე ნახევარში ბატონ ლევან ბერძენიშვილს შევხვდი. საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და, კონკრეტულად, მასმედიის როლზე ვესაუბრე. დაშორებისას, ერთმანეთს ნატოში საქართველოს გაწევრიანების რწმება გავუზიარეთ.
ხვალ ჩემს საყვარელ საქართველოს დროებით ვტოვებ...