Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სროლა, და აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფების


სროლა, და აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სამი ქართველი სტუდენტის დაკავება

სროლა, და აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სამი ქართველი სტუდენტის დაკავება
მოჰყვა დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობას. აქცია, რომელიც აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში არჩევნების ჩატარების გაპროტესტებას ისახავდა მიზნად, გალის რაიონთან დამაკავშირებელ საცალფეხო ხიდთან ტარდებოდა, და ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ერთიანი საქართველოს” მიერ. ორგანიზაცია გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა დე-ფაქტო რესპუბლიკაში 4 მარტს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. აქციის მონაწილეებს აფხაზური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს - რის შემდეგაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სამი ქართველი სტუდენტი დააკავა. ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ხელმძღვანელის, ანა ხოჩუას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებული სტუდენტებიდან ერთი გალის იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო ორი სოხუმის იზოლატორშია მოთავსებული. როგორც იუწყებიან, სროლა სოფელ შამგონაში უკვე აღარ ისმის და სიტუაციას ქართველი სამართალდამცავები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG