აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის უწყების უფროსის, გენერალ ჰენრი ობერინგის განცხადებით,
ვაშინგტონს კავკასიის არც ერთი ქვეყნისთვის არ უთხოვია ანტისარაკეტო სისტემის განთავსება. ამ საკითხს გენერალი ობერინგი დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეეხო. ის კიევში ჩავიდა უკრაინის ლიდერებისთვის ანტისარაკეტო სისტემის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ობერინგმა 1 მარტს გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ს აქვს სურვილი, კავკასიაში განათავსოს ანტისარაკეტო რადარი. მაგრამ დღეს მან აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით აშშ-მა მარტო ჩეხეთსა და პოლონეთს სთხოვა სისტემის განთავსება. [ობერინგის ხმა] “რასაკვირველია, მივიღეთ რეაქცია რუსეთისაგან - მოულოდნელი რეაქცია, რომელშიც ლაპარაკი იყო აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული ბალანსის ცვლილებაზე. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ შეფასებას. ჩვენ ვლაპარაკობთ არაუმეტეს 10 ინტერცეპტორზე და ისინი ვერაფერს გახდებოდნენ რუსეთის განკარგულებაში მყოფი ასობით რაკეტისა თუ ათასობით ქობინის წინააღმდეგ”. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს უკვე მინიშნებული აქვს, რომ მხარს უჭერს აშშ-ის გეგმას, რომელზეც ოთხშაბათს კიევში ილაპარაკა გენერალმა ობერინგმა.