18 მაისს რუსეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება, თუმცა, შესაძლოა არც გაიმართოს: ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები აღიარებენ, რომ სამიტს ჩაშლის საფრთხე ემუქრება რუსეთთან ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის, პოლონეთის უთანხმოების გამო. საქმე ის არის, რომ რუსეთს აკრძალული აქვს პოლონეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი, საპასუხოდ კი პოლონეთმა ვეტო დაადო რუსეთთან ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოლაპარაკებას.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანა მაინც იმედოვნებს, რომ სამარაში სამიტი შედგება. აი, რა თქვა ევროკავშირის ამ, უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა ორშაბათს ლუქსემბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. [სოლანას ხმა] “ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ თანხმობას, რათა სამიტზე დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირისა და რუსეთის ახალი ფართომასშტაბიანი შეთანხმების შესახებ. ეს არის ჩვენი მიზანი და იმედი გვაქვს, რომ - დარწმუნებული ვართ, რომ - ეს არის ჩვენი რუსი პარტნიორების მიზანიც”.
“ჯერ კიდევ ვიმედოვნებთო” - თქვა ხავიერ სოლანამ. საქმე ის არის, რომ ეს იმედი ლამის გაწბილებამ შეცვალა გასული კვირის მიწურულს კვიპროსზე, ევროკავშირის და რუსი ექსპერტების შეხვედრამ, რომელზეც წარუმატებლად სცადეს პოლონეთის პროდუქციაზე ერთსულოვნების მიღწევა: რუსეთი კვლავაც ირწმუნება, რომ პოლონეთის ექსპორტი ვერ აკმაყოფილებს საკვების უსაფრთხოების სტანდარტებს; პოლონეთი ირწმუნება, რომ აკრძალვა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შემდეგი არგუმენტით შეეცადა მხარეების დარწმუნებას კომპრომისის მიზანშეწონილობაში. მან ლუქსემბურგში შეკრებილებს შეახსენა ორშაბათს გარდაცვლილი ბორის ელცინის ღვაწლი ევროკავშირთან რუსეთის დაახლოების საქმეში და დასძინა, რომ ეს დაახლოება მეტისმეტად ძვირფასია საიმისოდ, რომ სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე დავას შეეწიროს.
თუმცა, შტაინმაიერს არც ის დაუმალავს, რომ რუსეთთან ურთიერთობას საფრთხეს არა მარტო სოფლის მეურნეობის ნაწარმის გარშემო დავა უქმნის: ამ ათი დღის წინ მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციის დემონსტრაციების დარბევამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში - მწვავე კრიტიკა გამოიწვია, ერვოკომისიამ საგანგებო განცხადებაში გამოთქვა შეშფოთება. გერმანელმა მინისტრმა კი ორშაბათს რუსი კოლეგის თანდასწრებით განაცხადა: [შტაინმაიერის ხმა] “ჩვენ ყველამ, რასაკვირველია, ვიცით, რომ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მოვლენებს მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. და არა მარტო ეს - ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა საჯაროდ გამოთქვეს კრიტიკა. როგორც ალბათ გახსოვთ, განცხადება გააკეთა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემაც.”
შტაინმაიერის ამ განცხადებას ლავროვის შემდეგი განმარტება მოჰყვა: [ლავროვის ხმა] “ვფიქრობ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ თავისუფლება კანონების პატივისცემს ნიშნავს. და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციის ჩათვლით, არსებობს კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებს მოქალაქეთა მიერ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, მათ შორის შეკრების, მსვლელობისა და მიტინგების უფლებით სარგებლობას”.
სერგეი ლავროვის თქმით, დემონსტრანტები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში შეაჩერეს იმის გამო, რომ მათ კანონი დაარღვიეს - ლაპარაკია პრინციპებზე, დასძინა რუსმა მინისტრმა, რომელთაც ევროკავშირიც იცავსო. იქვე სერგეი ლავროვმა ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამო რუსეთის უკმაყოფილებაზე ილაპარაკა: მოსკოვის შეფასებით, ევროკავშირს არ შეუსრულებია ადრე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ლატვიასა და ესტონეთში რუსულენოვანი უმცირესობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ეხებოდა.
ამდენად, ლუქსემბურგში ევროკავშირის და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე არც თუ იშვიათად ისმოდა ურთიერთკრიტიკა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს 18 მაისს სამარაში რუსეთ-ევროკავშირის სამიტის მაინც გამართვას. ორშაბათს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს შეახსენა, რომ რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავაც “შეუცვლელი” პარტნიორია ევროკავშირისთვის.
და თუ ამ შეგონებამ არ გაჭრა და 18 მაისისთვის დანიშნული სამიტი ჩაიშალა, რუსეთ-ევროკავშირის ამჟამად მოქმედი შეთანხმება თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ავტომატურად, 1 წლით გაგრძელდება - რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში მძიმე სიბოლური მარცხის ფონზე.