ახალი პროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ და არასამთავრობო ორგანიზაცია ”იუ-ჯი-თიმ” შეიმუშავეს, პოტენციურ დონორებს, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს, 23 მაისს ”სასტუმრო ქორთიარდ” მარიოტში გააცნეს. თუ პროექტის თანადამფინანსებლები სწრაფად გამოჩნდებიან, საქართველოს სამხედრო სისტემაში წლის ბოლომდე სამეურნეო და საფინანსო საქმიანობა მთლიანად ერთიან ავტომატიზებულ მართვას დაექვემდებარება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საბრძოლო ავტომატები და ტანკები.
ოთხშაბათს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტის” საკონფერენციო დარბაზის კარები მასმედიის წარმომადგენლებისთვის ზუსტად 10 საათზე დაიხურა. თუმცა, ვიდრე კონფერენციას გახსნილად გამოაცხადებდა, თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ჟურნალისტებს მცირე ბრიფინგი ჩაუტარა მართვის ავტომატიზებული სისტემის პროექტის მნიშვნელობაზე. ჟურნალისტებს, პირველ ყოვლისა, იმის გაგება აინტერესებდათ, რა ეღირება პროექტი და რომელი ქვეყანა გაიღებს თანხებს მისი თანადაფინანსებისათვის.
[დავით კეზერაშვილის ხმა] ”ჩვენ რამოდენიმე თვის წინ დავიწყეთ ახალი პროექტი თავდაცვის სამინისტროში. ეს პროექტი ითვალისწინებს სრულ კომპიუტერიზაციას ჩვენი სისტემისა. მე ვგულისხმობ ფინანსების მართვას, ადამიანური რესურსების მართვას და, მთლიანობაში, ყველაფერს - ლოგისტიკას და ასე შემდეგ. ეს დაჯდება რამოდენიმე მილიონი დოლარი, მაგრამ გაწერილია რამდენიმე წელიწადზე. დაფინანსება მოხდება როგორც ჩვენი ბიუჯეტიდან, ასევე, ბუნებრივია, სხვადასხვა ორგანიზაციებისა.”(სტილი დაცულია)
როგორც გაირკვა, მართვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზის შექმნა ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობაა. მან, კერძოდ, უნდა დაუმტკიცოს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს სამხედრო სისტემა არის მოწესრიგებული სტრუქტურა მართვის ყველა კომპონენტის მხრივ. სიტყვაზე, მართვის ავტომატიზებულ სისტემაში მონაცემები უნდა არსებობდეს როგორც თითოეული საბრძოლო ავტომატის მდგომარეობასთან, ასევე თითოეულ თეთრთან დაკავშირებით, რომელსაც ხალხი არმიის შესანახად იხდის. როგორც პროექტის თანაავტორმა, კომპანია ”იუ-ჯი-თის” პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მართვა მოძველებული მეთოდით ხდებოდა და თანხები ამ მიმართულებით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითქმის არ გამოიყოფოდა:
[გიორგი ჭირაქაძის ხმა] ”ეს არის ბიუჯეტირების, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების სისტემა, რომელიც ნატოს სტანდარტებით აუცილებელია შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნილებებს. ამისთვის არის საჭირო საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემები, რომელიც უნდა გაკეთდეს. იგივე, კადრების უკეთ დაწინაურება, მაგალითად. არ შეიძლება 25 ათასი თანამშრომლიდან ორგანიზაციაში იცნობდე ყველას. მაგრამ როგორ დაწინაურდება, კარიერული დაწინაურება როგორ მოხდება, სისტემები ამას გაცილებით უკეთ უზრუნველყოფენ.”(სტილი დაცულია)
გიორგი ჭირაქაძის თქმით, ძნელი განსაჭვრეტია, გახდება თუ არა მართვის ავტომატიზებული სისტემის ამოქმედება პანაცეად ყველა იმ მანკიერების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოს სამხედრო სისტემამ მემკვიდრეობით მიიღო, რადგან, როგორც გაირკვა, ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი პირველ ეტაპზე სად მოხდება მართვის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა. კონფერენციაც ”ქორთიარდ მარიოტში”, რომელიც პროექტის პრეზენტაციას ისახავდა მიზნად, მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტრომ შეძლოს დონორების მოზიდვა. მერე და მერე საქმე კიდევ უფრო რთულდება: მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეებმა საკითხი უნდა შეათანხმონ ელჩებთან, ელჩებმა - საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროებმა კი - მთავრობებისა და პარლამენტის ხელმძღვანელობასთან. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროექტის თანადამფინანსებლები არ გამოჩნდებიან, საქართველოს სამხედრო უწყება წლის ბოლოსათვის მაინც აპირებს მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების იმპლემენტაციას. მილიარდ ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტი მას ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს.