Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა დემოკრატიული


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა დემოკრატიული რეფორმების გზიდან გადაუხვია.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა დემოკრატიული რეფორმების გზიდან გადაუხვია.
ასეთი განცხადება ჯორჯ ბუშმა გააკეთა 5 ივნისს, პრაღაში, დემოკრატიისა და უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას. მისი თქმით, "ღია საზოგადოება" სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტემპით ვითარდება, მაგრამ არსებობს ფასეულობები, რომლებიც უნივერსალურია ყველა დემოკრატიისთვის. ბუშის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ურთიერთობის განვითარებას რუსეთთან და ჩინეთთან, პრინციპებისა და ფასეულობების უგულებელყოფის გარეშე. პრეზიდენტ ბუშის თქმით, "ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია შეინარჩუნოს მეგობრობა და, ამავე დროს, ქვეყნებს დემოკრატიისკენ უბიძგოს." რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმის გამო.
XS
SM
MD
LG