Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მმართველმა ლიბერალურ-დემოკრტიულმა პარტიამ


იაპონიაში მმართველმა ლიბერალურ-დემოკრტიულმა პარტიამ,

იაპონიაში მმართველმა ლიბერალურ-დემოკრტიულმა პარტიამ,
რომელსაც პრემიერ-მინისტრი სინდზიო აბე უდგას სათავეში, გამანადგურებელი მარცხი განიცადა პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში. წინასწარი შედეგებით, კონსერვატულმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა 50 ადგილზე ნაკლები მოიპოვეს. აუცილებელი მინიმუმი 64-ს შეადგენდა. მთლიანობაში პალატაში 242 ადგილია და მას ორი ბანაკი - კონსერვატორები და დემოკრატები იყოფენ. კაბინეტის თავმჯდომარე და მისი მომხრეები შეიძლება დარჩნენ ხელისუფლებაში, ვინაიდან კვლავაც ინარჩუნებენ უმრავლესობას პარლამენტის ქვედა პალატაში. სინდზიო აბემ პრესასთან საუბაში განაცხადა, რომ რეფორმების პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ პარლამენტში მდგომარეობა გაიუარესა.

XS
SM
MD
LG