იქ ქალაქ ალ კუტში განლაგებულ “დელტას” სამხედრო ბაზაზე მესამე თვეა, რაც გაორმაგებული ქართული ქვედანაყოფი იმყოფება. თუმცა, ქართული ქვედანაყოფის ახალ დისლოკაციის ადგილზე გადასვლის ოფიციალური ცერემონია 8 ოქტომბერს გაიმართა. 5 ოქტომბერს კი საქართველოში ჩაასვენეს კაპრალი ზურაბ ჩიგოშვილი, რომელიც ქართული ქვედანაყოფის პირველი დანაკარგია ერაყში ყოფნის სამი წლის განმავლობაში.
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქართული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შუადღისით ჩავიდნენ. ქართველ მაღალჩინოსნებს ახლდნენ კოალიციის სარდლობის წარმომადგენლები. მათი თანდასწრებით, ქართველ სამხედროებს გადაეცათ დროშა, რომელიც განასახიერებს ქვედანაყოფის ისტორიას და მათ მონაწილეობას სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში. 2000-კაციანი ქართული ქვედანაყოფი ერაყში ივლისიდან იმყოფება. თუმცა, როგორც ერაყში, “დელტას” ბაზაზე მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, დროშის გადაცემის ცერემონია ნიშნავს, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ოფიციალურად დაიწყეს მათზე დაკისრებული მისიის განხორციელება.
[ბათუ ქუთელიას ხმა] “დიახ, ზუსტად ასე შეიძლება ითქვას. დღეს დაიწყო ოფიციალურად ამ მისიის შესრულება. და დღეიდან ვასიტის პროვინცია არის, ასე ვთქვათ, ბრიგადის მართვაში. ძირითადი ფუნქცია, რაც მათ ეკისრებათ, ეს არის: მთლიანად ამ რეგიონში, ანუ ვასიტის პროვინციაში საკონტროლო-გამშვები პუნქტების ორგანიზება და ყველა ძირითადი მაგისტრალის გაკონტროლება, რადგან ეს რეგიონი ესაზღვრება ირანს, საიდანაც არის ინფორმაცია იარაღის უკანონო შემოტანის საშიშროების შესახებ. და ამ კონტრაბანდის აღკვეთა და მის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე ბაზა “დელტას” დაცვა და აგრეთვე სხვა მისიები, რომელსაც მთლიანად ეს გაერთიანებული სარდლობა დააკისრებს, იქაც აქტური მონაწილოება.”
ერაყის სამხრეთში მდებარე ვასიტის პროვინციაში 2003 წლის შემდეგ სამხედრო მისიას თავდაპირველად უკრაინული ბრიგადა ასრულებდა. 2005 წლიდან კი - პოლონეთის სამხედრო დანაყოფი. ამერიკის სარდლობით მოქმედმა კოალიციამ მიმდინარე წლის ზაფხულიდან სამშვიდობო ამოცანის ხელმძრვანელობა ქართულ სამშვიდობო ქვედანაყოფს დააკისრა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე “ცხელ წერტილში” საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 მოტომსროლელთა ბრიგადით არის წარმოდგენილი. ქვედანაყოფის შტაბის უფროსმა, მაიორმა ზაზა ქვარაიამ, რომელიც მანამდე კოსოვოში ასრულებდა სამშვიდობო მისიას, რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ოპერატიული ვითარება ალ კუტში შედარებით მშვიდია.
[ზაზა ქვარაიას ხმა] “რაც შეეხება ამ პროვინციაში, სადაც ჩვენ ვართ, ნამდვილად სიწყნარე და მშვიდობა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. შეიძლება რაღაც შემთხვევით ხდებოდა, მაგრამ ამას აქ გლობალური ხასიათი არასოდეს არ მიუღია. ურთიერთობაც გვაქვს ამ ხალხთან და აღქმული აქვთ ჩვენი ყოფნა, როგორც მშვიდობის დასაცავად მოვედით.” (სტილი დაცულია)
“მშვიდი” ოპერატიული ვითარების მიუხედავად, ქართული ქვედანაყოფს ერაყში “იოლი გასეირნება” არ ელოდება. კოალიციის დავალებით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ეკისრებათ იარაღის არალეგალური მოძრაობის აღკვეთა რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარე ირან ერაყის საზღავრზე. ერთი საბრძოლო დავალება ქართვულმა რაზმმა უკვე შეასრულა ვასიტის პროვიონციაში. ქართველი სამხედროების ამ გაბედული მოქედების გამო. საქართველსო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 8 ოქტომბერს საქებარი სიტყვები მოსიმინა კოალიციის სარდლობის წარმომადგენლობისაგან.
[ბათუ ქუთელიას ხმა] “რამდენიმე დღის წინ დიდი კოლონა კონტრაბანდული ტვირთით სავსე დააკავეს, რომელიც მოიყვანეს ბაზაში, მოხდა მათი გაჩხრეკვა და გარკვეული საეჭვო პირების დაკავება. და ქარტველმა სამხედრობმა, შესაბამისად, უკვე რამდენიმე სხვა წარმატებული მისიაც განახორციელეს.”
ალ კუტში მყოფი მე-3 მოტომსროლელი ბრიგადის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს. მებრძოლებს გავლილი აქვთ აგრეთვე სტაბილურობის შენარჩუნების სასწავლო პროგრამა, რომელსაც ამერიკელი ინსტრუქტორები თბილისთან ახლოს კრწანისის პოლიგონზე ატარებდნენ. ეს გამოცდილება ქართველ სამხედროებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგონ ბრძოლის ველზე, განუცხადა რადიო “თავისუფლებას” მე-3 მოტომსროლელთა ბრიგადის შტაბის უფროსმა, მაიორმა ზაზა ქვარაიამ.
[ზაზა ქვარაიას ხმა] “მაქიმალურად პროვინციაში ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ ამ ხალხის ინტერესებს. ერთმანეთს, მაინცადამინც, ენაც არ არის საჭირო, ისე ვუგებთ – თუ რატომ, რისთვის ვართ და რას ნიშავს აქ, რომ ურთიერთობა კარგი გვქონდეს და ერთმანეთს ყველანაირად დავეხმაროთ.”
ალ კუტში ახალი სამხედრო მისიას ქართული ქვედანაყოფისთვის ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 30 სექტემბერს ალ კუტში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე კაპრალმა ზურაბ ჩიგოშვილმა. ეს არის ქართული სამხედრო ქვედანაყოფის პირველი დანაკარგი ერაყში სამწლიანი ოპერაციის მანძილზე. კაპრალმა წინასწარი გამოძიებით სუიციდი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩაიდინა. ეს ქართული ბრიგადისთვის მძიმე დანაკარგი იყო, მაგრამ ჯარისკაცების მორალურ-ფისქოლოგიური მდგომარეობა ურყევი დარჩა, გვითხრა ქვდანაყოფის სამხედრო მოძღვარმა მამა გაბრიელმა.
[მამა გაბრიელის ხმა] “მადლობა ღმერთს, ნორმალურად გადაიტანა ყველამ. სამწუხაროა, მტკივნეულია.. გამოვიკითხე ყველა მისი მეგობრისგან ამბავი. მხიარული და კარგი ადამიანი იყო ყველანაირად, მაგრამ ეს იყო ემოციურ ფონზე მოხდარი. წინასწარი გეგმა არ ჰქონია. შეემთხვა რაღაცა, არ ვიცი, ტელეფონზე საღამოთი დაურეკეს და ესეთი რამე გააკეთა.”
2000-კაციანი ქართული ბრიგადა ერაყში მომავალი წლის ზაფხულამდე დარცება. თავდაცვის სამინისტყროს განცხადებით 2008 წლის ივლისისთვის ერაყში მხოლოდ 300 კაცი იქნება. ეს ერთი წელი გარდამტეხი იქნება ერაყში სტაბილურობის აღდგენის კუთხით. ეს მისია კარგად აქვთ გაცნობიერებულია ალ კუტში მყოფ ქართველ მებრძოლებს.
[ზაზა ქვარაია] “კონკრეტული საქმე გვაქვს. ყველამ იცის, ყველა ჯარისკაცმა, თუ რისთვის აკეთებენ ამას, იცის, რომ ამ ხალხს ეს სჭირდება და მზად არიან ამისთვის. იციან, რომ შედეგი კარგი უნდა იყოს, ყველა ვარიანტში.”