შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში დგას ქურთი მეამბოხეების პრობლემა: საქმე ეხება ორგანიზაცია “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მებრძოლებს, რომლებიც თურქეთზე ერაყის ტერიტორიიდან აწყობენ თავდასხმებს. თურქეთი მოითხოვს თავდასხმებისთვის ბოლოს მოღებას და, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ინტერვენციით იმუქრება.
ბუშის და ერდოანის მოლაპარაკებას რამდენიმე დღით უსწრებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის მიერ პირობის დადება, რომ ამერიკის მხარე ხელს შეუწყობს ქურთი მეამბოხეების იერიშებისთვის ბოლოს მოღებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. ანკარაში ვიზიტისას კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს თურქეთთან დაზვერვისა და ინფორმაციის უფრო აქტიურად გაცვლის საკითხს. მანვე ანკარას მოუწოდა თავშეკავებისაკენ - თუმცა, თურქეთის ლიდერები, მათივე თქმით, უკვე კარგავენ მოთმინებას.
აი, რას ამბობს აშშ-ისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით ლონდონის კვლევით ცენტრ “ჩატამ ჰაუზის” ექსპერტი, პოლიტოლოგი ფადი ჰაკურა: [ფადი ჰაკურას ხმა] “ანკარამ მიანიშნა, რომ ერდოანისა და ბუშის შეხვედრის შედეგად გაირკვევა არა მარტო ის, გააგზავნის თუ არა თურქეთი ჯარებს ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამოქმედოდ, არამედ ეს შეხვედრა გავლენას იქონიებს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზეც. ეს სრულიად გარკვევით განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას და ამავე შინაარსის მინიშნება გაკეთდა სამხედრო ლიდერების მიერაც. როგორც მთავრობა, ისე სამხედრო ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ ერდოანისა და პრეზიდენტ ბუშის შევხედრის შედეგად გადაწყდება, განახორციელებს თუ არა თურქეთი სამხედრო ინტერვენციას ჩრდილოეთ ერაყში”.
თურქეთის სურვილია, აშშ-მა თავისი ავტორიტეტი გამოიყეოს ქურთების რეგიონულ მთავრობასთან (ფაქტობრივად, ეს მთავრობა აკონტროლბს ვითარებას ჩრდილოეთ ერაყში), რათა მიმართონ ზომებს რეგიონში განთავსებული 3000-მდე ქურთი მეამბოხის წინააღმდეგ. მეამბოხეების თემამ მას შემდეგ შეიძინა განსაკუთრებული სიმწვავე, რაც გახშირდა მათი იერიშები თურქეთის ტერიტორიაზე - იერიშებს კი ათობით თურქი სამოქალაქო პირის თუ ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
გასულ თვეში თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციას, რის შემდეგაც თურქეთმა, ინტერვენციის მზადყოფნის ნიშნად, ერაყის საზღვართან თავი მოუყარა ასიათასამდე ჯარისკაცს. მაგრამ ვაშინგტონი გადაჭრით ეწინააღმდეგება სამხედრო ინტერვენციას, რომელსაც რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე ახლავს და ცდილობს, დიპლომატიური ძალისხმევით აღკვეთოს თურქეთის ჯარების მიერ ერაყის საღზვრის გადაკვეთა.
აშშ-ის შუამავლობის შედეგად შეიძლება ჩითვალოს ის ფაქტი, რომ ქურთმა მეამბოხეებმა კვირას გაანთავისუფლეს 8 თურქი ჯარისკაცი, გასული თვის ბოლოს დატყვევებული თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშისას. თუმცა, პოლიტოლოგ ფადი ჰაკურას ეს ნაბიჯი საკმარისად არ მიაჩინა დაძაბულობის განსამუხტად: [ფადი ჰაკურას ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ ტყვეების განთავისუფლება ქურთისტანის მუშათა პარტიის იმიჯის გაუმჯობესებას ემსახურება, ის ვერ აგვარებს პრობლემის არსს - ყოველ შემთხვევაში თურქეთის თვალთახედვით: ეს პრობლემაა ქურთისტანის მუშათა პარტიის მემორების ყოფნა ჩრდილოეთ ერაყის მთებში”.
საყურადღებოა თურქეთის პერმიერ-მინისტრ ერდოანის განცხადება ვაშინგტონში გამგზავრებამდე, რომ ის შეერთებული შტატებისაგან “სოლიდურ ნაბიჯებს” მოელის.