Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სპორტის სასახლეში დღეს


თბილისის სპორტის სასახლეში დღეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”

თბილისის სპორტის სასახლეში დღეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
მეშვიდე ყრილობა ჩატარდა. სადაც მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელიც სამოქმედო პროგრამას მოიცავს. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარტიის ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, მიღწევების მიუხედავად, მთავარი გამოცდა საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს. ”საქართველოზე გადის ფრონტის ხაზი, სადაც უნდა გადაწყდეს მომავალი მსოფლიო იქნება თავისუფალი თუ ავტორიტარული რეჟიმების ბატონობის ქვეშ” - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ”მუდმივი თვითგაწმენდის” და განახლების უნარი. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG