თუმცა ქართველი მშვიდობისდამცველები ამბობენ, რომ დრო მათთვის გაჩერებულია, ხოლო დღეები ისევე ერთფეროვანია, როგორც უდაბნოს ქარის მიერ მოტანილი ქალაქ ალ-კუტის მეჩეთის ექო.
[მოლას ხმა]
მაგრამ ინათებს თუ არა, ”დელტას” სამხედრო ბაზიდან, რომელიც შიიტებით დასახლებულ ქალაქ ალ-კუტთან ახლოს მდებარეობს, ქართულ სახელმწიფო დროშებიანი შეჯავშნული ”ჰამერების” კოლონა ბანაკს ტოვებს. მათი დანიშნულებაა გზებზე სწრაფი პატრულირება, შერჩეულ მონაკვეთებზე მანქანებისა და მოქალაქეების ჩხრეკა და ე.წ. ”სიმიკის” ოპერაციების უზრუნველყოფა, ოპერაციებისა, რომლებიც, კოალიციის სარდლობის გადაწყვეტილებით, თვეში რამდენჯერმე ტარდება - განსაკუთრებით ღარიბი ერაყელი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მაგრამ ბაზიდან ყველა გასვლა უკვე საბრძოლო დავალებაა და მას წინ საკმაოდ მკაცრი და დეტალური ინსტრუქტაჟი უძღვის:
[ლეიტენანტ დავით კობიაშვილის ხმა] ”თუ, დავუშვათ, იქნება მარჯვენა მხრიდან აფეთქება, მიხვალთ, მარჯვენა მხრიდან დაუდგებით, შეაფასებთ სიტუაციას - დაჭრილი, რაღაცა ყველაფერი [მსხვერპლი]ღმერთმა გვაშოროს - და გადმომცემთ ყველა ინფორმაციას, რომ მე მივაწოდო შტაბს.”(სტილი დაცულია)
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბში კი, ბაზა ”დელტას” ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერული წესით ხდება ყველა სადაზვერვო ინფორმაციის მიღება და დამუშავება. სპეციალურ ვიდეოპლანშეტებზე რეალურ დროში ხდება სამშვიდობო ”კონვოის” გადაადგილების კონტროლი. სისტემა კლასიფიცირებული და ინტეგრირებულია შეერთებული შტატების მესამე დივიზიის შტაბთან, რომელიც ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარეობს. პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, მაიორი ჯონი ტატუნაშვილი სპეციალურ რუკასთან მიამბობს ვასიტის პროვინციაში შექმნილ ოპერატიულ ვითარებაზე. ქართველი ოფიცერი ამბობს, რომ ყველაზე სახიფათოდ ითვლება ქალაქი ან-ნუმანია, სადაც ბრიგადის მეხუთე საპატრულო ბაზა იმყოფება:
[ჯონი ტატუნაშვილი] ”სამი ასეული აქა მყავს- ერთი, ორი, სამი... მეოთხე კი გააუქმეს - აღარ იყო საჭირო და აქ მყავს, ”დელტას” ბაზაზე, და აქედან დადიან სწრაფ ”ჩეკ-პოინტებზე”. ეს სუ ”ჩეკ-პოინტებია”, რაც აქ არის მონიშნული. მეხუთე ბაზა - ეს თითქმის უკვე ხუთჯერ დაიბომბა, რაც აქ ვართ.”(სტილი დაცულია)
ქართული ბრიგადის შტაბის უფროსის მაიორ ჯონი ტატუნაშვილის თქმით, ამერიკული ”ჰამერები”, რომლითაც ქართველი მშვიდობისდამცველები ვასიტის პროვინციაში პატრულირებას ახდენენ, ჯავშნის გარდა, აღჭურვილი არიან სპეციალური დამცავი სისტემით, ე.წ. ”სიმფონებით” და ”რაინოებით”, რომლებიც ახშობს რადიოტალღებს და იგერიებს აფეთქების ტალღას. თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, რადგან ტერორისტები სულ უფრო ხვეწენ თვითნაკეთი ჭურვების დისტანციურად აფეთქების ოსტატობას.
[ჯონი ტატუნაშვილი] ”ეს ”აიდი”, ეს არის ჩვეულებრივი ჭურვი, როგორიც არის ჰაუბიცის ჭურვი. და ეს ხომ არის ასფალტიანი გზა და აქეთ არის გრუნტიანი გზა, და ამ გრუნტიან გზაზე დებენ შიგნით და რომ გაუსწორდება მანქანა, რომ აფეთქდეს, კი, ეფექტი ექნება და გლეჯს მანქანა. ეს სიმფონები, რაც უყენია [ჰამერებს] , პირველ მანქანას ვერ იცავს, თუმცა თუ პირველი მანქანის აფეთქება ვერ მოასწრეს[ტერორისტებმა], მაშინ [ჰამერი] თიშავს სიხშირეს და [ტერორისტი] მობილურ ტელეფონს ვეღარ გამოიყენებს.” (სტილი დაცულია)
ბოლო ორი თვის განმავლობაში სამი ქართველი სამხედრო - კაპრალი ზურაბ გვენეტაძე, ლეიტენანტი გორგი მარგიევი და სერჟანტი ირაკლი კორძაია - თვითნაკეთი ბომბების აფეთქების გამო დაიღუპა ნაჰიდა -ვაქიას პროვინციაში. სწორედ აქ, ამ პროვინციაში, სამხედრო ბაზა ”ქლეარზე” განლაგებულია პირველი ქვეითი ბრიგადის მე-17 ბატალიონი, რომელსაც ”შავნაბადას” ბატალიონი ეწოდებაა. 17 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა ზაზა გოგავამ მოინახულა ბატალიონი და პირადი შემადგენლობა თავდადებული საქმიანობისათვის გაამხნევა:
[ზაზა გოგავა] ”ეს არის ზუსტად ის ნაწილი, იმ ბატალიონისა, რომელმაც განიცადა დანაკარგი. მინდა მადლობა გადავუხადო იმისათვის, მიუხედავად ტკივილისა და დანაკარგის, რაც განიცადეს, ყველა თქვენგანი ხედავთ მათ მოტივაციას. კიდევ ერთხელ მინდა, ბიჭებო, მადლობა გადაგიხადოთ. ყოველთვის ამ სიტყვებს ვუტრიალებ - ჩემთვის ღირსეულია და საამაყო ყველაფერი ის, რასაც თქვენ აკეთებთ.”(სტილი დაცულია)
17 ივლისს საკუთარი სამუშაო ჰქონდათ ქართველ მედდებსაც, რომლებიც ”დელტას” ბაზაზე სამხედრო ლაზარეთში მუშაობენ და რომლებსაც ასევე უწევთ ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. ლაზარეთის ექიმმა, ლეიტენანტმა ნინო ჩხენკელმა ერაყში ყოფნის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათეულ არაბს გაუწია უფასო სამედიცინო დახმარება.
[ნინო ჩხენკელი] ”რასაც ეხლა ჩვენ ვეხმარებით, ეს არის სასუნთქი სისტემების დაავადებები, რაც ყველაზე მეტი დიდი პრობლემაა ამათთვის. და არის კიდევ დამწვრობები, ძალიან დიდი რაოდენობით.” (სტილი დაცულია)
ქალაქ ალ-კუტთან ახლოს, ”დელტას” ბაზაზე მყოფი ქართული ბრიგადისთვის, რომელიც იქ განთავსებული მრავალეროვნული ქვედანაყოფის თითქმის ნახევარს შეადგენს, სამსახური დღე 6 საათზე მთავრდება. პირადი შემადგენლობის უმრავლესობა სასადილოში მიდის. ქართველებს, რომლებიც, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, იოლად ამყარებენ კავშირს ამერიკელ, სალვადორელ და უგანდელ სამხედროებთან, ”დელტაზე” ყველაზე მხიარულ ხალხად მიიჩნევენ.
[ქართველი ჯარისკაცი]
”ბიჯო, ჯორჯია პუ-პუ ჩამოფრინდა, ჟურნალისტია, გაიგე, ჯამბო. მე და შენ წავიდეთ ჯამბოში? ქამბალაში გავფრინდეთ და მერე გავფრინდეთ ჯორჯიაში. ბიჯო, ჯორჯია ვერი გუდ!”
[უგანდელი ჯარისკაცი] ”ვერი გუდ! ენდ უგანდა ვერი გუდ!”
ზოგიერთი ქართველი ჯარისკაცი კი ნერვებს ”უშლის” არაბ ნიჰადს, რომელიც ”დელტას” ბაზაზე პატარა ჯიხურში არაბულ სუვენირებსა და ათას წვრილმანს ყიდის. ნიჰადი ამ ბაზაზე იმ დროიდან მსახურობს, როცა აქ ჯერ კიდევ საბჭოთა სამხედროები იყვნენ. მან რუსული იცის და ახლა უკვე ნელ-ნელა ქართულის სწავლაც უწევს.
[ქართველი ჯარისკაცი ქართულად] ”ერაყის დროშები გაქვს?”
[ნიჰადი რუსულად]”მე მხოლოდ ესეთი მაქვს.”
[ქართველი ჯარისკაცი] ”ხო, მაგას გეკითხები. რა ღირს ეგ?”
[ნიჰადი] ”4 დოლარი.”
[ქართველი ჯარისკაცი] ”რა ოთხი დოლარი, რა მეძვირე ხარ, კაცო, შენ”?
[ნიჰადი] ”შენთან ვაჭრობა დროის დაკარგვაა და მეტი არაფერი.”(სტილი დაცულია)
საყიდლებისა და ვახშმის შემდეგ კი იწყება პირადი დრო, რომელსაც ჯარისკაცების უმრავლესობა თითქმის ერთნაირად ატარებს: უყურებენ ტელევიზორში ქართულ არხებს, თამაშობენ სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებს და მობილური ტელეფონებით ელაპარაკებიან სამშობლოში მყოფ ახლობლებს, რომლებიც ჯარისკაცებს უკვე 6 თვეა არ უნახავთ.
[სერჟანტი გოჩა პეტრიაშვილი] ”ალიო, მამა, შენა ხარ? გიორგი, გესმის ჩემი ხმა? როგორა ხარ, მამა? რა ვიცი, ვარ რა. ცხელა, ცხელა, სხვა არაფერი არ მაწუხებს. არც საჭმელი მაკლია და არც სასმელი, მარტო სიცხე აუტანელი და თქვენი თავი მენატრება, მამა, მეტი სხვა არაფერი.”(სტილი დაცულია)