Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: ლიბანი არასოდეს გახდება სირიასთან ვაჭრობის საგანი


ჰილარი კლინტონი და ლიბანის პრეზიდენტი მიშელ სლეიმანი
ჰილარი კლინტონი და ლიბანის პრეზიდენტი მიშელ სლეიმანი
შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰილარი კლინტონის თქმით, ამერიკასა და სირიას შორის ურთიერთობების აღდგენა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ლიბანის ხარჯზე. კლინტონი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ლიბანში, სადაც ემზადებიან 7 ივნისის არჩევნებისთვის. შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოს ამ არჩევნებში ექსტრემისტულმა შიიტურმა დაჯგუფება ჰიზბოლამ გაიმარჯვოს. ჰიზბოლას და მის მოკავშირეებს სირია უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG