Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანიდან ბოლო კვირებში ასიათასობით სამოქალაქო პირი გაიქცა


გაეროს ინფორმაციით, 834 000-ზე მეტი სამოქალაქო პირია გაქცეული ჩრდილო-დასავლეთი პაკისტანიდან, სადაც პაკისტანის მთავრობის ჯარებსა და თალიბებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მანამდე, ჯერ კიდევ შარშან ამავე რეგიონიდან გაიქცა ნახევარ მილიონამდე სამოქალაქო პირი. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ანტონიო გუტერესმა ადგილნაცვალ პირთა ბანაკში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ პაკისტანს ესაჭიროება მასშტაბური საერთაშორისო დახმარება, ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. პაკისტანის ხელისუფლებამ აპრილში მორიგი იერიში წამოიწყო ჩრდილოდასავლეთში მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა სცადეს კონტროლის დამყარება სვატის ხეობის მეზობელ რეგიონებზე.
XS
SM
MD
LG