Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი რეჟიმის ოპონენტებს აფრთხილებს


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, პარასკევის ქადაგებისას თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას ებრძვის, ”მკაცრ პასუხს” მიიღებს. ეს გაფრთხილება აშკარად იმ საპროტესტო აქციების მონაწილეების მისამართით იყო ნათქვამი, რომლებიც ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ”[ისლამური რესპუბლიკის] წინააღმდეგ ხმლის გაშიშვლებას მკაცრი პასუხი მოყვებაო”, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. მაგრამ მან ისიც დასძინა, რომ ოფიციალური პირების კრიტიკა, და მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, დასაშვებია. ქადაგებას ირანის წამყვანი საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ - მათ შორის იყო პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადიც.
XS
SM
MD
LG