Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე აშშ-ში გაემგზავრა


პარლამენტის თავმჯდომარე ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.
დავით ბაქრაძე ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაოფიციალური შეხვედრებიც. დავით ბაქრაძის ვიზიტს ემთხვევა ნიუ-იორკში დიასპორისთვის ქართულენოვანი სკოლის გახსნა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია და უმრავლესობის წევრი დეპუტატი ზაზა გამცემლიძე. პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებთან ერთად თბილისში 26 ოქტომბერს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG