Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა კოპენჰაგენის კონფერენციაზე


საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა კლიმატის საკითხზე კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მისი ქვეყანა დგას, საქართველო იზიარებს შეფასებას, რომ გამორჩეული ყურადღება უნდა მიექცეს გლობალური დათბობის უნივერსალურ პრობლემას, რომელიც მთელს პლანეტას ემუქრება. დღეს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ათობით სახელმწიფოს მეთაურები ჩავიდნენ საერთაშორისო კონფერენციის ბოლო ორ დღეზე დასასწრებად. ხვალ კონფერენციის მონაწილეებს აშშ-ის პრეზიდენტიც შეუერთდება.
XS
SM
MD
LG