Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი ტელევიზიების ტექნიკურ აღჭურვაზე ზრუნვას იწყებს


კიევიდან თბილისში დაბრუნებულმა "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ტექნიკურად აღჭურვის შესახებ უკრაინელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკება გამართა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ტელეკომპანიები არ დაუსახელებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიებში რეგიონული არხებიც იგულისხმება. ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ სრულ ინფორმაციას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG