გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი პოლიტიკურ საკითხებში თავის მოადგილეს, ლინ პასკოს აგზავნის ჩრდილოეთ კორეაში. გაეროს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ პასკო 9-12 თებერვალს ეწვევა ფხენიანს „ორმხრივი ინტერესებისა და შეშფოთების“ გამომწვევ ყველა საკითხზე მოსალაპარაკებლად. პასკო, რომელიც ფხენიანში ჩავა, როგორც გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილი, არის ინდონეზიაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი და, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, გაეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ეწვევა.
ყველაზე პოპულარული
1