Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის ლიდერი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების ინიციატივით გამოვიდა


ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოქალაქეების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. ამასთან კიმ ჩენ ირი გამოტყდა, რომ დამწუხრებულია მოქალაქეთა კვების რაციონში სიმინდის დიდი წილის გამო. ადგილობრივი გაზეთების ცნობით, ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სიმინდის ხორბლითა და ბრინჯით ჩანაცვლება. 20 წელზე მეტია ჩრდილოეთი კორეა სურსათის ნაკლებობას განიცდის. 90-იან წლებში შიმშილისგან ათასობით ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG