Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: უკრაინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს


უკრაინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევაა - ამის შესახებ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრ პოროშენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, კიევმა უსაფუძვლოდ მიიჩნია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშიც მსგავსი არგუმენტაცია აქვს. ამავე ინტერვიუში პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთთან ურთიერთობა ემოციებისგან გათავისუფლდეს, თუმცა, პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ სამინისტროზე დამოკიდებული არ არის.
XS
SM
MD
LG