Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში საკუთრების ჩამორთმევას რუსეთის არაერთი მოქალაქე უჩივის


აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის სახლების უკანონოდ ჩამორთმევის გამო, მოსკოვმა სოხუმში საპროტესტო ნოტა გაგზავნა - ეს ინფორმაცია დღეს გაზეთმა ”მოსკოვსკი კომსომოლეცმა” გაავრცელა. მასთან საუბრისას ადვოკატმა თამაზ ქეცბამ აღნიშნა, რომ ამჟამად 30-მდე მსგავს საქმეზე მუშაობს, რეალურად კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის რამდენიმე ასეული ფაქტი არსებობს. ამ პუბლიკაციის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ლიაკინ-ფროლოვმა სააგენტო რია ნოვოსტის განუცხადა, რომ არანაირი საპროტესტო ნოტა სოხუმში არ გაუგზავნიათ. ამასთან, მან დაადასტურა, რომ აფხაზეთში საკუთრების ჩამორთმევას რუსეთის არაერთი მოქალაქე უჩივის, რასაც მოსკოვი სერიოზულად ეკიდება, თუმცა, ვითარების დრამატიზაციას არ ახდენს.
XS
SM
MD
LG