Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა


ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაევი თბილისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე კანატ საუდაბაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის თავმჯდომარეობისას ეუთოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებული ვითარების საფუძვლიანად შესწავლის შედეგად მომზადდება. საუდაბაევმა დაადასტურა, რომ ყაზახეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. გრიგოლ ვაშაძემ ყაზახეთის, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარის ერთ-ერთ ამოცანად საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებისვის ხელშეწყობა დაასახელა და დასძინა, რომ ყაზახეთის პოზიციით, ეუთო საქართველოში უნდა დაბრუნდეს” ჩემი აზრით, ყაზახეთს მოსწონს წინა თავმჯდომარის, საბერძნეთის გეგმა, რომელიც რუსეთმა დაბლოკა, თუმცა, რამდენად შეძლებენ ამის გატანას რუსეთის წინააღმდეგობის პირობებში, რთულად სათქმელია” - განაცხადა ვაშაძემ
XS
SM
MD
LG