ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ამ კვირაში გაეროს წარმომადგენლები გაეცნობიან. თბილისის დელეგაციას, რომელიც ნიუ-იორკში უკვე გაემგზავრა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ხელმძღვანელობს. გაეროსთვის დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, ამ ორგანიზაციის და საქართველოს წარმომადგენლები იმსჯელებენ ფორმაზე, რომლითაც სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობას გაეროც მიიღებს.
ყველაზე პოპულარული
1