მარგიევა 18 თებერვალს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული თავს ოპოზიციური საქმიანობის გამო - ანუ პოლიტიკური მოტივით - დაპატიმრებულად მიიჩნევს. ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ “პოზიციის” რედაქტორი კოკოითის ღია კრიტიკით გამოდიოდა და მას რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა.
მარგიევას დაკავების პირველ დღეებში ოსი უფლებადამცველები დუმდნენ, მაგრამ ამჟამად როგორც ცხინვალში, ისე ვლადიკავკაზში უფლებადამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით, სპეციალური კომიტეტები შექმნეს. მათ რუსეთის პრეზიდენტს და რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართვები გაუგზავნეს და პოლიტიკური პატიმრის, ფატიმა მარგიევას, დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ტექსტებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოხსენიებულია დიქტატორად და ტირანად, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს. მიმართვის ტექსტი ოსურმა ინტერნეტგამოცემა „უასდან.კომ“-მა გაავრცელა.
მარგიევას დაკავების საქმეს რუსი უფლებადამცველი ვარვარა პოხომენკოც სწავლობს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იარაღის შენახვით მარგიევამ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია, მის საქმეს მაინც პოლიტიკური ელფერი აქვს, რადგან დაურეგისტრირებელი იარაღი ცხინვალის ყველა სახლში ინახება, მარგიევას დაკავება კი შერჩევით მოხდა. პოხომენკოს ინფორმაციით, დაკავებული თავს სუსტად გრძნობს.
ადგილობრივი მედია ფატიმა მარგიევას დაკავების შესახებ არაფერს ამბობს, კომენტარებს არც კოკოითის მთავრობის წევრები აკეთებენ. ერთადერთი კომენტარი მარგიევას შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ჩვენს რადიოსთან გააკეთა. მან მარგიევა სტუდენტთა ინელექტკლუბისთვის გამოყოფილი ფინანსების მითვისებაში დაადანაშაულა. კოკოითის თქმით, სასაცილოა იმ ადამიანს უფლებადამცველი უწოდო, ვინც სახლში იარაღის არსენალს ინახავდა.
ფატიმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით, ვლადიკავკაზში შეიქმნა პირველი კომიტეტი, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ კომიტეტის წევრის, ოსი უფლებადამცველის რუსლან მაყაევის აზრით, კოკოითი მატყუარაა და მან როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის, ასევე რუსული ფინანსური დახმარების მითვისებისთვის უნდა აგოს პასუხი. მაყაევის აზრით, დღეს ცხინვალში ყველა განსხვავებულად აზროვნებს, მაგრამ რეპრესიების შიშით ამის ხმამაღლა დაფიქსირებას ერიდება.
მარგიევას გათავისუფლების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მარგიევას მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე კოკოითის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და მათ დაჭერით ემუქრებიან, თუ ცხინვალში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ, რუსი უფლებადამცველებისა და რუსეთის პრეზიდენტის ზეწოლით, კოკოითი პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს, თუმცა მედვედევს მათთვის პასუხი ჯერ არ უცნობებია. ოს უფლებადამცველებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.