Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი საელჩოების გახსნას აპირებს ნიკარაგუაში, ვენესუელასა და არგენტინაში


დღეს დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაქსიმ ღვინჯია დანიშნა. თავად ღვინჯიამ, რომელიც ამჟამად ბუენოს-აირესში იმყოფება, სააგენტო იტარ-ტასს განუცხადა, რომ აფხაზეთი არგენტინასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებითაა დაინტერესებული. დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სოხუმი საელჩოების გახსნას ნიკარაგუაში, ვენესუელასა და არგენტინაში აპირებს. მაქსიმ ღვინჯიას თქმით, აფხაზური დელეგაცია ბუენოს-აირესში პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ”მთავარია, ცალსახად არავის უთქვამს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებენ, რაც იმედის მომცემია”, - განაცხადა ღვინჯიამ.
XS
SM
MD
LG